ყაზახის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუკა

ყაზახის მაზრა (რუს. Казахский уезд) — რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ელისაბედპოლის გუბერნიის ერთ-ერთი ყოფილი უეზდი (ადმინისტრაციული ერთეული), რომლის ადმინისტრაციული ცენტრი 1868 წლიდან მდებარეობდა ქალაქ ყაზახში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, რეგიონის ეს სტატუსი 1929 წელს ოფიციალურად ჩამოერთვა.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახის უეზდი მდებარეობდა ელიზავეტპოლის გუბერნიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელიც ესაზღვრებოდა საქართველოსა და ერევნის გუბერნიებს ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო აღმოსავლეთით კი ესაზღვრებოდა ელიზავეტპოლის უეზდი. მაზრას მთლიანი ტერიტორია იყო 6 024,2 კვადრატული ვერსი. უეზდის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გავრცელებული იყო მთიანი რელიეფი, ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი კი ძირითადად დაბლობებისგან შედგებოდა. უეზდის ორი მესამედი დაფარული იყო მცირე კავკასიონის სევანის და შაჰ-დაღის მთის მწვერვალებით, რომელიც ერევვნისა და ელისაბედპოლის გუბერნიებს ჰყოფდა, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა, აქ მდებარე დაბლობზე კი მდინარე მტკვარს ხვდებოდა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახის სასულთნო არსებობდა მე -15 საუკუნიდან, მოგვიანებით იგი საქართველოს ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. ყაზახი მაშინ წარმოადგენდა საქართველოს გუბერნიის ნაწილს 1868 წლამდე, მანამ სამამ ელისაბედპოლის გუბერნია დაარსდებოდა. ყაზახის მაზრა იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც 1918 წლის დასაწყისში დაიწყო აჯანყებები რუსული მმართველობის წინააღმდეგ.[3] 1929 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ უეზდი გააუქმა და მის მაგივრად 1930 წლის 8 აგვისტოს შეიქმნა ყაზახის რაიონი. რეგიონში მდებარეობდა მნიშვნელოვანი სარკინიგზო სადგური, რომელიც აკავშირებდა ელიზავეტპოლის გუბერნიას ერევანთან და ყარსთან ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით. [2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, უეზდის მთლიანი მოსახლეობა 112 074 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან 64 101 იყო აზერბაიჯანელი თურქი, 43 555 სომეხი, 3 444 - რუსი, 425 - ქართველი და სხვა უმცირესობები.[4] 1926 წლიდან საბჭოთა კავშირის მიერ აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა 121 255- ადამიანამდე იყო გაზრდილი, რომელთაგანაც 110 550 აზერბაიჯანელი თურქი იყო, 3 632 - სომეხი, 3 816 - რუსი, ხოლო 1 543 კი გერმანელი..[5] უეზდი პირველ ადგილს იკავებდა ელიზავეტპოლის გუბერნიაში, მისი მამრობითი სქესის ადამიანების რაოდენობის მიხედვით.[6] მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით, მებაღეობით და თამბაქოს მოშენებით იყო დაკავებული. მატყლის წარმოებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის ეკონომიკაში. ყაზახის უეზდში მთლიანი გუბერნიიდან ყველაზე ნაკლები საწარმოები და ქარხნები მდებარეობდა. 1891 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აქ იყო 10 590 ცხენი, 2 700 ვირი და ჯორი, 77 826 მსხვილფეხა საქონელი, 8 107 ბუფალო, 251 000 ცხვარი, 14 100 თხა და 10 468 ღორი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chisholm, Hugh (1910) The Encyclopædia britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information. Volume 9. Leiden, the Netherlands: The Encyclopædia Britannica Company, გვ. 280. ISBN 978-90-04-17901-1. წაკითხვის თარიღი: 2011-08-04. 
  2. 2.0 2.1 2.2 Большой энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. Казах. წაკითხვის თარიღი: 2011-08-04.
  3. Mints, Isaac Israilevich (1971) Победа советской власти в Закавказье. Moscow: Metsniereba, გვ. 423. წაკითხვის თარიღი: 2011-08-04. 
  4. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку и уездам Российской Империи кроме губерний Европейской России. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-19. წაკითხვის თარიღი: 2011-08-04.
  5. КАЗАХСКИЙ УЕЗД (1926 г.). წაკითხვის თარიღი: 2011-08-04.
  6. Agnamaliyeva, Sevil; Kozlov, V.I. (1989) Долгожительство в Азербайджане: сборник научных трудов. Moscow: Institute of Ethnography named after Miklukha Maklay. Nauka, გვ. 84.