მეტეორიტული რკინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
1864 წელს ალჟირში, საჰარის უდაბნოში ნაპოვნი მეტეორიტული რკინა. იწონის დაახლოებით 500 კგ-ს. ინახება საფრანგეთის ვულკანიის მუზეუმში

მეტეორიტული რკინაპლანეტათაშორისი სივრციდან დედამიწაზე ვარდნილი ლითონის სხეული, რკინისა და ნიკელის შემადგენლობით. რომელიც მეტეორული სხეულის ნარჩენია. მათთვის დამახასიათებელია გლუვშვერილებიანი კუთხოვანი ან კონუსური ფორმა, რომელსაც ატმოსფეროში მოძრაობისას იძენს.

რკინის მეტეორიტის გაპრიალებული და აზოტის ან სხვა რომელიმე მჟავათი დამუშავებული ზედაპირი რთულ ნახაზს უჩვენებს, რომელსაც ვიდმანშტეტენის ფიგურები ეწოდება. ამ ფიგურების წარმოშობა იმით აიხსნება, რომ ნიკელიანი რკინა შედგება ორი ფაზა-მინერალისაგანკამასიტისა და ტენიტისაგან, რომლებზეც მომწამვლელი მჟავა სხვადასხვანაირად მოქმედებს. კამასიტის ზოლები რვაწახნაგა ფიგურას — ოქტაედრს ქმნის. იშვიათია რკინის მეტეორიტი, რომელთა შიდა კრისტალური სტრუქტურა კუბსა ჰგავს. მათ ჰექსაედრებს უწოდებენ. ასევე იშვიათია უნახატო რკინის მეტეორიტები (ატაქსიტები).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]