მესიე 7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
M7

მესიე 7
დაკვირვების მონაცემები
თანავარსკვლავედი: ღრიანკალის
დახრილობა: –34გრად 47მინ 34სეკ
მანძილი: 980 სინათლის წელი
მასა: 735M
რადიუსი: 25 სინათლის წელი

მესიე 7 (ან M7, ასევე NGC 6475 და ზოგჯერ ცნობილი,როგორც პტოლემეს გროვა) — ვარსკვლავების ღია გროვა ღრიანკალის თანავარსკვლავედში. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. M7 ცნობილია ანტიკური პერიოდიდან. ძვ.წ.აღ. 130 წ. პტოლემემ ის პირველად აღწერა და ნისლეულს[1] შეადარა. ხოლო 1654 წელს იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი ბატისტა ჰოდიერნამ მასში დათვალა 30 ვარსკვლავი. 1764 წელს კი ჩარლ მესიემ ეს გროვა შეიტანა თავის კატალოგში და ჩართო ჩამონათვალში M7-ის სახელწოდებით. ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ ჰერშელმა მას უწოდა „უხეშად მიმოფანტული ვარსკვლავების გროვა“.[2] გროვა ითვლის დაახლოებით 80 ვარსკვლავს. ამ გროვამდე მანძილი 980 სინათლის წელია, მისი ეს დაახლოებითი მანძილი შეესაბამება ნამდვილი დიამეტრის 25 სინათლის წელიწადს. გროვის მიზიდვის რადიუსი არის 40.1 სინათლის წელი, მასა კი მზის მასას 735-ჯერ აღემატება[3]. გროვის ასაკი დაახლოებით 200 მილიონი წელია. გროვა შეიცავს მზის მსგავს ელემენტებს გარდა წყალბადისა და ჰელიუმისა[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jones, Kenneth Glyn (1991), Messier's Nebulae and Star Clusters, The Practical astronomy handbook series (2ns რედ.), Cambridge University Press, p. 1, ISBN 0521370795, http://books.google.com/books?id=SLEzPBn1i2gC&pg=PA1
  2. Gendler, Robert; Christensen, Lars Lindberg; Malin, David (2011), Treasures of the Southern Sky: A Photographic Anthology, Springer, p. 139, ISBN 1461406277, http://books.google.com/books?id=fJtp27II6lYC&pg=PA139
  3. Piskunov, A. E.; Schilbach, E.; Kharchenko, N. V.; Röser, S. (January 2008), "Tidal radii and masses of open clusters", Astronomy and Astrophysics 477 (1): 165–172,
  4. Villanova, S.; Carraro, G.; Saviane, I. (September 2009), "A spectroscopic study of the open cluster NGC 6475 (M 7). Chemical abundances from stars in the range Teff = 4500-10 000 K", Astronomy and Astrophysics 504 (3): 845–852,