მერი ჯექსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი ჯექსონი
ინგლ. Mary Jackson
დაბ. თარიღი 9 აპრილი, 1921(1921-04-09)[1]
დაბ. ადგილი Hampton[2]
გარდ. თარიღი 11 თებერვალი, 2005(2005-02-11)[1] (83 წლის)
გარდ. ადგილი Hampton[3]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა მათემატიკოსი[4] , Q10497074?[4] და ინფორმატიკოსი
მუშაობის ადგილი Langley Research Center[4] , ნასა[2] , National Advisory Committee for Aeronautics[4] და ნასა
ალმა-მატერი Hampton University[4] , Phoenix High School და Phenix High School
ჯილდოები კონგრესის ოქროს მედალი[5]
გავლენა მოახდინეს

მერი ჯექსონი (ქალიშვილობის გვარი უინსტონი, დ. 9 აპრილი, 1921, ჰემპტონი, ვირჯინია, აშშ — გ. 11 თებერვალი, 2005, იქვე) — ამერიკელი მათემატიკოსი და აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) აეროკოსმოსის ინჟინერი. კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა ლენგლის კვლევით ცენტრში, ჰემპტონში, ვირჯინიაში . მან დაიწყო მუშაობა გამოთვლითი ერთეულების განყოფილებაში, რომელიც ჩამოყალიბდა 1951 წელს. ესწრებოდა ინჟინრების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და 1958 წელს გახდა NASA-ს პირველი შავკანიანი ინჟინერი ქალი.

NASA-ში 34 წლიანი მუშაობის შემდეგ ჯექსონმა მიიღო მთავარი ინჟინრის წოდება. ქალთა ფედერალური პროგრამის მენეჯერის რანგში ცდილობდა გავლენა მოეხდინა, რომ NASA-ში დაექირავებინათ უფორ მეტი მეცნიერი, ინჟინერი და მათემატიკოსი ქალები და ხელი შეეწყოთ მათი კარიერული წინსვლისთვის.

მერი ჯექსონის ისტორია გადმოცემულია 2016 წლის სამეცნიერო-პოპულარულ წიგნში "შეფარული ფიგურები" (ინგლ. Hidden Figures: The American Dream and the Untold Story of the Black Women Who Helped Win the Space Race). ფილმი იმავე სათაურით, სადაც მერი ჯექსონის გმირი სამი მთავარი პერსონაჟიდან ერთ-ერთია. ფილმი გამოვიდა 2016 წელს. [6]

2019 წელს ჯექსონს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა კონგრესის ოქროს მედალი. [7] 2021 წელს NASA-ს შტაბ-ბინას ვაშინგტონში ეწოდა მერი უ. ჯექსონის სახელობის NASA-ს შტაბ-ბინა. NASA-ში გაიმართა სახელის მინიჭების ვირტუალური ცერემონია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი უინსტონი დაიბადა 1921 წლის 9 აპრილს ელა უინსტონის (ძვ. სკოტი) და ფრენკ უინსტონის ოჯახში. გაიზარდა ჰემპტონში, ვირჯინიაში, სადაც წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა. მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკასა და ფიზიკურ მეცნიერებებში ჰემპტონის უნივერსიტეტში 1942 წელს იგი შეიყვანეს ჰემპტონში ქალთა საზოგადოება Alpha Kappa Alpha -ს გამა თეტა-ს განყოფილებაში.

მერი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო სკაუტი გოგონების ლიდერი. 1970-იან წლებში იგი დაეხმარა აფრო-ამერიკელ ბავშვებს საკუთარ საზოგადოებაში შეექმნათ მინიატურული აეროდინამიკური მილი თვითმფრინავების შესამოწმებლად. [8]

მერი 1944 წლის 18 ნოემბერს ცოლად გაჰყვა ლევი ჯექსონ უფროსს, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეზღვაურს. ერთად ცხოვრობდნენ 1992 წელს მეუღლის გარდაცვალებამდე. [9] მათ შეეძინათ ორი შვილი, ლევი ჯექსონ უმცროსი და კაროლინ მარი ლუისი. მერი ჯექსონი გარდაიცვალა 2005 წლის 11 თებერვალს 83 წლის ასაკში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მერი უინსტონი ასწავლიდა მათემატიკას ერთი წლის განმავლობაში აფრო-ამერიკულ სკოლაში კალვერტის ოლქში, მერილენდი . [10] იმ დროს სამხრეთის საჯარო სკოლები ჯერ კიდევ სეგრეგირებული იყო. ასევე მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკავებული იყო რეპეტიტორობით: ამეცადინებდა გიმნაზიისა და კოლეჯის სტუდენტებს.

1943 წლისთვის იგი დაბრუნდა ჰემპტონში, სადაც ეროვნული კათოლიკური საზოგადოების ცენტრში ბუღალტრად მოეწყო. მუშაობდა ჰემპტონის ინსტიტუტის ჯანდაცვის განყოფილებაში მდივნად და კლერკად. იმ დროისთვის ფეხმძიმედ იყო და საბოლოოდ სახლში დაბრუნდა, სადაც მალე ვაჟი შეეძინა. 1951 წელს ფონტ-მონროში იგი გახდა მოხელე არმიის გენერალური საველე ძალების ოფისში. [11]

1951 წელს ჯექსონი აიყვანეს სამუშაოდ აერონავტიკის ეროვნულ მრჩეველთა კომიტეტში ( (NACA ), რომელიც 1958 წელს შეცვალა აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ( NASA ) [12] თავიდან იყო მკვლევარი მათემატიკოსი (ან კომპიუტერული მეცნიერი) ლენგლის კვლევით ცენტრში მის მშობლიურ ქალაქ ჰემპტონში, ვირჯინიაში. ჯექსონის ხელმძღვანელი იყო დოროთი ვონი დასავლეთ რეგიონის ცალკეულ გამოთვლით განყოფილებაში.

1953 წელს მან მიიღო შეთავაზება, ემუშავა ინჟინერ კაზიმიერზ ზარნეცკისთან ზებგერითი წნევის გვირაბში. ზარნეცკიმ ურჩია ჯექსონს ტრენინგი გაევლო, რათა ინჟინრის თანამდებობა მიეღო. სამუშაოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად მას მათემატიკისა და ფიზიკის უმაღლესი კურსების გავლა მოუწია. მას შესთავაზეს ვირჯინიის უნივერსიტეტის საღამოს პროგრამა, რომელიც თეთრებისთვის ტარდებოდა ჰემპტონის საშუალო სკოლაში. ჯექსონმა თხოვნით მიმართა ჰემპტონის ჩინოვნიკებს გაკვეთილებზე დასწრების უფლება მიეცათ. 1958 წელს კურსის დასრულების შემდეგ მან მიიღო საჰაერო კოსმოსური ინჟინრის წოდება და გახდა პირველი შავკანიანი ქალი ინჟინერი NASA-ში.

ჯექსონი მუშაობდა ინჟინრად NASA-ს რამდენიმე განყოფილებაში: შეკუმშვის კვლევის განყოფილებაში, სრულმასშტაბიანი კვლევის სამმართველოში, მაღალი სიჩქარის აეროდინამიკის განყოფილებაში და ქვებგერით-ტრანსბგერითი აეროდინამიკის განყოფილებაში. იყო ავტორი ან თანაავტორი იყო 12 ტექნიკური ნაშრომის NACA-სა და NASA-სთვის.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის ფილმში Hidden Figures საუბარია მერი ჯექსონის, კეტრინ ჯონსონის და დოროთი ვოგანის კარიერაზე NASA- ში, რომლებიც მუშაობდნენ კოსმოსური რბოლის დროს პროექტ "მერკურიზე." ფილმი დაფუძნებულია მარგო ლი შეტერლის ამავე სახელწოდების წიგნზე. ჯექსონს ფილმში ახმოვანებს ჟანელ მონე. [13]

2018 წელს, სოლტ ლეიკ სიტის სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწყებით სკოლას სოლტ-ლეიკ სიტიში, იუტაში, გადაარქვეს სახელი და პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის ნაცვლად უწოდეს მერი ჯექსონის სახელობის სკოლა. [14]

NASA-ს შტაბ-ბინის შენობას ვაშინგტონში, 2021 წლის 26 თებერვალს ვირტუალურ ცერემონიაზე ეწოდა მერი ჯექსონის სახელობის NASA-ს შტაბ-ბინა. [15] [16] [17]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 https://www.nasa.gov/content/mary-jackson-biography
  3. Mary Winston Jackson
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Black Women Scientists in the United StatesIndiana University Press, 1999. — გვ. 126. — ISBN 978-0-253-33603-3
  5. https://www.congress.gov/bill/116th-congress/house-bill/1396
  6. Buckley, Cara (2016-05-20). „Uncovering a Tale of Rocket Science, Race and the ’60s“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-09. ციტირების თარიღი: 2021-03-28.
  7. H.R.1396 – Hidden Figures Congressional Gold Medal Act.
  8. Mary W. Jackson - NASA. ციტირების თარიღი: 2024-01-02
  9. „Obituary for Levi Jackson (Aged 69)“. Daily Press. Newport News, Virginia. 1992-05-24. p. 28. ციტირების თარიღი: 2024-01-02.
  10. NASA Names Headquarters After ‘Hidden Figure’ Mary W. Jackson.
  11. Mary W. Jackson. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-23. ციტირების თარიღი: 2024-01-02
  12. Mary Winston Jackson, 1921-2005 · Human Computers at NASA. ციტირების თარიღი: 2024-01-02
  13. Buckley, Cara (2016-05-20). „Uncovering a Tale of Rocket Science, Race and the ’60s“. The New York Times (ინგლისური). 0362-4331. ციტირების თარიღი: 2024-01-02.
  14. NPR. (2018-02-10) A School Goes From Andrew Jackson To Mary Jackson.
  15. NASA Names Headquarters After ‘Hidden Figure’ Mary W. Jackson - NASA. ციტირების თარიღი: 2024-01-02
  16. NASA to Honor ‘Hidden Figure’ Mary W. Jackson During Headquarters Naming Ceremony - NASA. ციტირების თარიღი: 2024-01-02
  17. NASA ceremony to name headquarters after Hidden Figure Mary W. Jackson. ციტირების თარიღი: 2024-01-02