მერაბ ციციშვილის საძვალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Grave of Merab Tsitsishvili (1).jpg

მერაბ ციციშვილის საძვალე — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთით, რამდენიმე მეტრზე. თარიღდება XVI საუკუნის II ნახევრით. აგებულია ამ ადგილის მფლობელ მერაბ ციციშვილისთვის მისი მეუღლისა და ძის მიერ. 1940 წელს მიწისძვრამ ნაგებობა დააზიანა — შენობას ბზარი აქვს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, აგურები და შორენკეცები ამოცვენილია.

საძვალე (5X3,15 მეტრზე; სიმაღლე 3,65 მეტრი) ძირითადად ნაგებია კვადრატული აგურითა, ნახმარია ნატეხი და რიყის ქვაც. ნახეავწრიულთაღოვანი შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით, სამხრეთითაა და ჩრდილოეთით თითო სარკმელია. ნაგებობის ლავგარდანი სარკმლები, შესასვლელი მორთულია აგურით გამოყვანილი დეკორატიული ელემენტებით და კერამიკული შორენკეცებით (დასავლეთის კედელზე შორენკეცები ამოყვანილია). შორენკეცების (0,2-0,25X0,5X0,07 მეტრზე; ასეთივე ზომისაა აგურიც) მორთულობა ორგვარია:ორნამენტული და სიუჟეტური. სიუჟეტური შორენკეცებით მხოლოდ საკურთხეველია შემკული. მათზე გამოსახულია წმინდანთა ფიგურები (დაზიანრბის გამო სიუჟეტის მთლიანი შინაარსი გაურკვეველია). შორენკეცების მეტ ნაწილზე მხოლოდ ორნამენტული მოტივებია. ყოველ ფილაზე დამოუკიდებელი კომპოზიციაა. ლავგარდანის პროფილი სამი, ერთმანეთზე გადმოწევით დადგმული აგურითაა მიღებული. ნაგებობა გადახურულია აგურის ორფერდა სახურავით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]