მერაბ ბოჭოიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მერაბ ბოჭოიძე
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი, 1950
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
განათლება არქიტექტორ-რესტავრატორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მერაბ ბოჭოიძე (დ. 10 ნოემბერი, 1950, თბილისი) — ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972-1978 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის განყოფილებაზე. 1978-1992 საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საპროექტო ინსტიტუტი; საკვლევი-საპროექტო და რესტავრაციის საზედამხედველო მოღვაწეობა. 1982-1989 საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის კონსერვაციის საპროექტო დეპარტამენტი, უფროსი. 1989-1993 რესტავრაციის სააგენტო, შპს ხერთვისი, დირექტორი. 1992-1995 ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრი; არქიტექტორი, საკვლევი-საპროექტო და სარესტავრაციო მოღვაწეობა, საპროექტო ჯგუფის უფროსი. 1995-1996 ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრი; საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე უძრავ ძეგლთა კვლევის განყოფილება, უფროსი. 1996-2002 საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველო, ხელმძღვანელი. 2002-2004 საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უძრავ ძეგლთა სამმართველო, უფროსი. 1994-2003 ძეგლთა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო), გენერალური მდივანი. 2004-2012 ძეგლთა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო),თავმჯდომარე. 2013-2014 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.

მნიშვნელოვანი პროექტები/ საველე სამუშაოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012-დღემდე „რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის“, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამა;პროექტის ხელმძღვანელი. 2011 თბილისი, სურბნიშანის ტაძრის რეაბილიტაცია(კვლევა, პროექტირება); პროექტის ხელმძღვანელი 1999-2011 თბილისი,ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია - მრავალდისციპლინარული პროექტი: უბნის კონსერვაციის გეგმა, ისტორიული გარემოს რეაბილიტაცია (კვლევა, პროექტირება, შესრულება); პროექტის ხელმძღვანელი 2010 ფიტარეთის მონასტრის კონსერვაცია(კვლევა, პროექტირება); პროექტის ხელმძღვანელი 2009 ზემო სვანეთი, უშგულის თემი, სოფ.ჩაჟაშის ნაგებობათა რეაბილიტაციის პროექტი (I ეტაპი), (მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი); პროექტის ხელმძღვანელი თბილისი,საცხ.სახლი მაჩაბელის ქ.#1/6, ფიზიკური გამაგრების და ფასადების რესტავრაციის პროექტის მომზადება; პროექტის ხელმძღვანელი გურჯაანი,ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, რეაბილიტაციის პროექტის მომზადება; პროექტის ხელმძღვანელი 2008 ატენის სიონი, რეაბილიტაციის პროექტის მომზადება; პროექტის ხელმძღვანელი აბასთუმანი,დედათა მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი(ყოფილი გიორგი რომანოვის სასახლე); პროექტის ხელმძღვანელი თბილისი, საცხ.სახლი გ.ქიქოძის ქ. N6/17, ფიზიკურიგამაგრების და ფასადების რესტავრაცია; პროექტის ხელმძღვანელი სოფ. ამლივის სამების ეკლესია, თეთრიწყაროს რ-ნი, სარესტავრაციო სამუშაოები; პროექტის ხელმძღვანელი 2007-2008 თბილისი, გ.ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშა მუზეუმის რეაბილიტაციის პროგრამა, 5 დარბაზული ტიპის ხალხური საცხოვრებლის რეაბილიტაცია (კვლევა, პროექტირება, გადაუდებელი დროებითი გადახურვის მოწყობა); პროექტის ხელმძღვანელი 2007 თბილისი, ტაბიძის ქ.#12, 14/9 და ლ.ასათიანის ქ.#52, 54, 56, 58 მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის და ფასადების რესტავრაციის პროექტი (კვლევა, პროექტირება); პროექტის ხელმძღვანელი თბილისი, გუდიაშვილის ქ.#2 და აბესაძის ქ.# 23/1 მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია (კვლევა, პროექტირება); პროექტის ხელმძღვანელი ბორჯომის რ-ნი, ტაძრისის მონასტერი, ღვთისმშობლის ეკლესიის რესტავრაცია (კვლევა, პროექტირება, შესრულება); პროექტის ხელმძღვანელი 2005 ბორჯომის რ-ნი, ტაძრისის მონასტერი, წმ.გიორგის ეკლესიის რესტავრაცია (კვლევა, პროექტირება, შესრულება); პროექტის ხელმძღვანელი 2005- დღემდე თბილისი, ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია, გრანტი: ნორვეგიის სატრასტო ფონდი, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დივიზიის მეშვეობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რიკსანტეკვარენი; პროექტის ხელმძღვანელი 2005-2006 ბორჯომის რ-ნი, ტაძრისის მონასტრის რესტავრაცია, პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დერეფანში - IVფაზა; პროექტის ხელმძღვანელი 2003-2005 თბილისი, დავით ბააზოვის (ყოფილი სინაგოგა) სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, (კვლევა, პროექტირება);პროექტის ხელმძღვანელი 2004 გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებები ძველი თბილისის მიწისძვრით დაზიანებულ ისტორიულ ნაგებობებზე, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დივიზიის პროგრამა; პროექტის ხელმძღვანელი 2003 მიწისზედა ძეგლების კვლევა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დერეფანში - IIIფაზა; არქიტექტორ-რესტავრატორი, საკვლევი-საფიქსაციო მოღვაწეობა, პროექტის ხელმძღვანელი

გადაუდებელი სტაბილიზაციის სამუშაოები ძველი თბილისის მიწისძვრით დაზიანებულ ისტორიულ ნაგებობებზე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის გრანტი, საფიქსაციო ჯგუფის ხელმძღვანელი.

თბილისის სინაგოგის გადაუდებელი სტაბილიზაციის სამუშაოები, დაფინანსდა ებრაული მემკვიდრეობის პროგრამით მსოფლიო ძეგლთა ფონდის მეშვეობით. პროექტის ხელმძღვანელი 2002-2004 ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დერეფნის პროექტის ფარგლებში კვლევითი სამუშაოები გარემოს ზეგავლენის შეფასებისთვის. მოსამზადებელი სამუშაო ნავთობსადენის დერეფნის გასწვრივ არსებული კულტურული მემკვიდრეობის რისკის მზადყოფნის შეფასებისთვის. პროექტის ხელმძღვანელი. 2002 მიწისზედა ძეგლების კვლევა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დერეფანში - II ფაზა. არქიტექტორ-რესტავრატორი, სააღრიცხვო მოღვაწეობა, პროექტის ხელმძღვანელი. 1999-2000 ზემო სვანეთი, უშგულის თემი, სოფ. ჩაჟაში(მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი), მრავალდისციპლინარული კვლევა, გეტი გრანტის ინსტიტუტის გრანტი; სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საფიქსაციო მოღვაწეობა, პროექტის ხელმძღვანელი. 1999-2003 თბილისი, ბეთლემის უბნის რეაბილიტაცია (კვლევა და დაგეგმარება), დონორები: მსოფლიო ძეგლთა ფონდი, სამუელ კრესის ფონდი; პროექტის ხელმძღვანელი. 1998-2003 იკორთის მთავარანგელოზის ტაძრის დაცვითი ღონისძიებები და სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღია საზოგადოება - საქართველოს, მსოფლიო ბანკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდისა და მსოფლიო ძეგლთა ფონდის გრანტი, პროექტის ხელმძღვანელი. 1996-1998 თეთრიწყაროს რ-ნი, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი, ტაძრისა და სამრეკლოს გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები, მსოფლიო ძეგლთა ფონდის კონკურსის ნომინაცია და გრანტი, პროექტის ხელმძღვანელი.

ჩატარებული საერთაშორისო და რეგიონალური ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1997 — საერთაშორისო თრეინინგ-სემინარი „ხალხური ხუროთმოძღვრების მნიშვნელობა და მისი დაცვის პრობლემები“; საქართველო - თბილისი, სიღნაღი; იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის გრანტი, პროექტის ხელმძღვანელი.
  • 2001 — რეგიონალური ვორქშოფი “კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი”, თბილისი, საქართველო; გრანტი: იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი, ღია საზოგადოება - საქართველო, პროექტის ხელმძღვანელი.
  • 2011 — საერთაშორისო კონფერენცია „ადგილობრივი თემის მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის“, თბილისი, საქართველო; გრანტი: ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი (რიკსანტეკვარენი), პროექტრის ხელმძღვანელი.
  • 2002 — რეგიონალური ვორქშოფი კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის თემაზე„დაცვა, რისკის შეფასება და სტიქიურ მოვლენებზე რეაგირება“, თბილისი, საქართველო; გრანტი: იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დივიზია, ICOMOS საქართველო, პროექტის ხელმძღვანელი.

ღონისძიებებზე მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1989 საერთაშორისო ვორქშოფი, ორგანიზატორი: „ახალგაზრდობა და მემკვიდრეობა“, ავინიონი, საფრანგეთი.
  • „საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“, მსოფლიო მემკვიდრეობის ანსამბლების კონსერვაცია, მართვა და მონიტორინგი, ორგანიზატორები: იუნესკო გერმანია, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი, ICCROM, პოტსდამი, გერმანია.
  • 1996 ICOMOS-ის X გენერალური ასამბლეა, სოფია.
  • 1998 კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და რესტავრაციის რეგიონალური კომიტეტის რეგიონალური სამუშაო შეხვედრა ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში, თეირანი, ირანი.
  • 1999 საერთაშორისო კონფერენცია კულტურულ ფესვებზე, ორგანიზატორები: ICOMOS ესპანეთი, იბიცის ქალაქის საბჭო, იბიცა.
  • 1999 ICOMOS-ის XI გენერალური ასამბლეა, მეხიკო.
  • 2002 ICOMOS-ის XII გენერალური ასამბლეა, მადრიდი.
  • 2011 ICOMOS-ის XIV გენერალური ასამბლეა, პარიზი.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]