მენახშირეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მენახშირეობა — პროფესია ძველ თბილისში.

ქალაქის სათბობით მომარეგების საჭიროებამ გამოიწვია თბილისისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე (ბაგები, წყნეთი, შინდისი, ტაბახმელა, ნახშირგორა, კოჯორი, დიღომი, მარტყოფი, ბორბალო) უფრო გვიან ამ წარმოებასხელი მიჰყვეს დასავლეთ საქართველოდან სპეციალურად ამ მიზნით გადმოსულმა რაჭველებმა და იმერლებმა. სხვადასხვა მონაცემით, დადგენილია ტყეების სანახშირედ გამოყენების, სანახშირე ადგილების შეჩევის, სანახშირე ორმოს სხვადასხვა ხერხის, ნახშირის ხარისხის განსაზღვრის, გასაღების ადგილებისა და ფასების დადგენის ხალხური წესები. თბილისელები ნახშირსიყენებდნენ არა მარტო სათბობად და საკვების მოსამზადებლად, მასზე დიდი მოთხოვნა იყო მჭედლობის, მეთევზეების, ყასაბების მხრივ. იყენებდნენ ძველი თბილისის სასადილოები, სახაშეები, საჩაიები და საბაყლოები. ნახშირი ქალაქში იყიდებოდა „ მალაკნების ბაზარზე“, „შეშის მოედანზე“ თათრის მოედანზე და რიყეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002