ქეთი მელუა
ქეთი მელუა | |
---|---|
ინგლ. Katie Melua | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ქეთევან მელუა |
დაბ. თარიღი | 16 სექტემბერი, 1984 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი |
ბლუზი ჯაზი ფოლკ-პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ფორტეპიანო, ვიოლინო[1] |
აქტიური | 2003–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Dramatico |
საიტი | katiemelua.com |
ქეთი მელუა ვიკისაწყობში |
ქეთი მელუა (ინგლ. Katie Melua, ნამდვილი სახელი — ქეთევან მელუა; დ. 16 სექტემბერი, 1984, ქუთაისი, საქართველო) — წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში, საქართველოს სსრ-ში (ყოფილი საბჭოთა კავშირი). ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქ. ბათუმში გადასახლდა, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა[2] ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), სადაც ქეთის მამა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში გადასახლდა (ინგლისი). ქეთი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ეკრანზე პირველი გამოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიიღო რა საშუალო განათლება სურეიში, ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო, რომელიც ტერიტორიულად ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქეთიმ სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა და სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს[3]. ქეთი მელუას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა მას ხშირად გამოუხატავს სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებისა. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Call Off the Search (2003)
- Piece by Piece (2005)
- Pictures (2007)
- The House (2010)
- Secret Symphony (2012)
- Ketevan (2013)
- In Winter (2016)
- Album No. 8 (2020)
- Love & Money (2023)
პირადი და ოჯახური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქეთი მელუა დაქორწინებულია მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმზ ტოუსლენდზე[4][5].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქეთი მელუა ვიკიციტატებში | |
ქეთი მელუა ვიკისაწყობში |
- ქეთი მელუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ოფიციალური საიტი
- ქეთი მელუას ინტერვიუ © 2005 ლაშა გაბუნია
- ინტერვიუ, ჟურნალი "The Observer" (27 თებერვალი, 2005) (ინგლ.)
- YouTube
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ McCormick, Neil (29 May 2004). „Easy does it“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 10 February 2010.
- ↑ Dramatico. (2003)biography. The Official Katie Melua website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 January 2010. ციტირების თარიღი: 10 February 2010.
- ↑ Leve, Ariel (5 November 2006). „The hitman and her“. The Sunday Times. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 10 February 2010.
- ↑ Katie Melua's Delight Over Engagement. Contactmusic.com (18 January 2012). ციტირების თარიღი: 19 January 2012.
- ↑ What a beautiful bride! Katie Melua ties the knot with World Superbike champion James Toseland. Daily Mail (2 September 2012). ციტირების თარიღი: 3 September 2012.
|