მელისა მაკ-კართი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელისა მაკ-კართი

მაკ-კართი 2018 წელს
დაბადების სახელი მელისა ენ მაკ-კართი
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1970 (1970-08-26) (53 წლის)
ილინოისი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, კომიკოსი, მწერალი, პროდიუსერი, დიზაინერი
აქტიური 1997-დღემდე
მეუღლე(ები) ბენ ფალკონი (იქ. 2005)
შვილ(ებ)ი 2

მელისა ენ მაკ-კართი (ინგლ. Melissa McCarthy; დ. 26 აგვისტო, 1970) [1]ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მწერალი, პროდიუსერი და მოდის დიზაინერი. იგი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის ორი პრაიმტაიმ ემი ჯილდო და როგორც ოსკარის ორი ნომინაცია, ასევე ორი ორი ოქროს გლობუს. მაკ-კართი ჟურნალ Time- მა დაასახელა, როგორც 2016 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანიდან ერთ–ერთი, გარდა ამისა, იგი მრავალჯერ გამოირჩეოდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების წლიური რეიტინგში. [2] [3] [4] 2020 წელს გაზეთ New York Times–ში 21-ე საუკუნის დიდებულ 25 მსახიობს შორის, მელისა #22 ადგილზე გავიდა. [5]

მაკ-კართიმ ტელევიზიასა და კინოში გამოჩენა 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო და პირველად მოიპოვა აღიარება სუკი სენტ ჯეიმსის როლით სატელევიზიო სერიალში გილმორის გოგოები (2000–2007). მან დენას როლი მოირგო ABC-ს სიტკომის სამანტა ვინ?-ში. (2007–2009) მანამდე ითამაშა, მოლი ფლინის როლი, CBS-ს სიტკომში მაიკი და მოლი (2010–2016), რისთვისაც მან მიიღო პრაიმტაიმ ემის ჯილდო კომედიურ სერიალში გამოჩენილი მთავარი როლის შესრულებლისთვის. მაკ-კართიმ მრავალჯერ მიიღო მონაწილეობა შოუში, შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა პრაიმტაიმ ემი ჯილდოთი, კომედიურ სერიალში გამოჩენილი სტუმრის მსახიობი ქალის კატეგორიაში.

მან კრიტიკოსების დიდი მოწონება მოიპოვა 2011 წლის ამერიკულ ფილმში, ''მეჯვარეებში'' შესრულებული როლისთვის, აღნიშნული როლით მან მიიღო ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალისთვის. გარდა ამისა, გადაღებულია რამდენიმე კომერციულად წარმატებულ კომედიურ ფილმებში, მათ შორის არის: ქურდის იდენტიფიკაცია (2013), პოლიციელები ქვედაბოლოებში (2013), ტემი (2014), წმინდა ვინსენტი (2014), სამმაგი აგენტი (2015) და ბოსი (2016). წარუმატებელი კომედიების მოკლე სერიების შემდეგ, მაკ-კართიმ განასახიერა ლი ისრაელი ბიოგრაფიულ ფილმში, შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ? (2018), აღნიშნული როლისთვის მან მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

მაკ-კართი და მისი მეუღლე ბენ ფალკონი არიან დამფუძნებლები საპროდიუსერო კომპანიის, ''On the Day Productions'', რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობდნენ რამდენიმე კომედიურ ფილმზე. 2015 წელს მან შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი პლუს ზომის ქალბატონებისთვის, სახელად ''Melissa McCarthy Seven7'' და მიიღო კინემატოგრაფიული ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. [6] [7]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მწერალი და პროდიუსერი მელისა მაკ-კართი დაიბადა 1970 წლის 26 აგვისტროს, პლეინფილდში, ილინოისის შტატში, სანდრასა და მაიკლ მაკ-კართის ოჯახში. [8] [9] ის მსახიობისა და მოდელის ჯენი მაკ-კართისა და პროფესიონალი კალათბურთელის ჯოან მაკ-კართის ბიძაშვილია. [10] მაკ-კართი დიდ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ოჯახთან ერთად ფერმაში გაიზარდა. მისი მამა ირლანდიელი წარმოშობისაა, დედა კი ინგლისელი, გერმანელი და ირლანდიელი წარმოშობისა. [11] [12] [13] ზოგიერთი მისი წინაპარი იყო კორკის საგრაფოდან. [14] მან დაამთავრა ილინოისში, ჯოლიეტში მდებარე „წმინდა ფრენსის აკადემია“ (ახლანდელი ჯოლიეტის კათოლიკური აკადემია). მისი კარიერა დაიწყო ლოს-ანჯელესში, მოგვიანებით კი გაგრძელდა ნიუ-იორკში. [15] მაკ-კართი არის „The Groundlings“-ის კურსდამთავრებული, ''The Groundlings'' არის იმპროვიზაციული და ესკიზური კომედიური დასი, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. [16] [17]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის 8 ოქტომბერს მელისა მაკ-კართი დაქორწინდა მსახიობზე და ''The Grounlings''-ის კურსდამთავრებულზე, ბენ ფალკონზე. [18] [19] წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს, ვივიანი და ჯორჯეტი. [20] მაკ-კართის ორსულობა ვივიანზე დაიწერა Gilmore Girls-ის ბოლო სეზონში. ვივიანმა და ჯორჯეტმა მონაწილეობა მიიღეს 2016 წლის ფილმში ბოსი.

მისი მეუღლე, ფალკონი ხშირად ჩნდება მაკ-კართის ფილმებსა და სერიალებში, მათ შორისაა ფილმები: ''გილმორის გოგოების'' მესამე სეზონის ეპიზოდი, ''ცხრანი'', ''მეჯვარეები'', ''პოლიციელები ქვედაბოლოებში'', ''ტემი'', ''ქურდის იდენტიფიკაცია'', ''სამმაგი აგენტი'', ''ბოსი'', ''წვეულების სული'', ''ბედნიერი პერიოდის მკვლელობები'', და ''შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ?''.

სერიალის ''მაიკი და მოლის'' დაარსების შემდეგ, მაკ-კართიმ სულ 75 ფუნტი (35 კილოგრამი) დაიკლო. იგი წონის დაკლების მიზეზებად ასახელებს: მაღალ პროტეინებს, რეგულარულ ვარჯიშს და ''ძალიან მოსაწყენ ცხოვრებას'', რომელიც საღამოს 8-ის ნახევარზე დაძინებას გულისხმობს.[21]

2013 წელს მაკ-კართიმ მეუღლესთან ბენ ფალკონთან ერთად დააარსა საპროდიუსერო კომპანია ''On the Day Productions''. [22] ფილმი ''ტემი'' კომპანიის პირველი პროექტი იყო, და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. [23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rahman, Ray (August 23, 2013). „Monitor“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: April 5, 2016.
  2. Jennifer Lawrence, Scarlett Johansson, Melissa McCarthy Top World's Highest Paid Actresses List. Entertainment Tonight. ციტირების თარიღი: August 20, 2015
  3. The World's Highest-Paid Actresses 2016: Jennifer Lawrence Banks $46 Million Payday Ahead Of Melissa McCarthy. Forbes. ციტირების თარიღი: September 6, 2016
  4. „Melissa McCarthy“. Time. April 19, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 19, 2019. ციტირების თარიღი: April 5, 2019.
  5. Dargis, Manohla; Scott, A.O. (25 November 2020). „The 25 greatest actors of the 21st century (so far)“. The New York Times. ციტირების თარიღი: 7 December 2020.
  6. „Pharrell, Pitbull Getting Stars on Walk of Fame“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 28, 2017. ციტირების თარიღი: July 28, 2017.
  7. „Real Girls React to Melissa McCarthy's Denim Line“. PEOPLE.com (ინგლისური). December 21, 2016. ციტირების თარიღი: July 28, 2017.
  8. "Melissa Mccarthy: Her Moment to Shine" დაარქივებული 2011-12-30 საიტზე Wayback Machine. March 21, 2011, People
  9. "Bob Newhart just can't stand still" September 19, 2002, Herald News
  10. "Melissa McCarthy Is Having Her Moment" September 28, 2011, The Hollywood Reporter
  11. 5 Things You Didn't Know about Melissa McCarthy's Family Tree » Megan Smolenyak (July 14, 2016).
  12. Bio..
  13. "'Mike and Molly's' Melissa McCarthy Finds Super-Sized Success" დაარქივებული 2012-01-22 საიტზე Wayback Machine. March 22, 2011, LifeScript.com
  14. Melissa McCarthy: The Scene Stealer Goes Center Stage (May 24, 2013).
  15. Melissa McCarthy Biography.
  16. Melissa McCarthy.
  17. Melissa McCarthy: I Used to Perform as a Drag queen (February 8, 2017).
  18. Arieanna. (October 22, 2005) Melissa McCarthy gets married!!. Gilmore News. ციტირების თარიღი: July 30, 2011
  19. Ben Falcone. ციტირების თარიღი: July 30, 2011
  20. Cardoza. (February 4, 2019) Melissa McCarthy Admits Her Preteen Daughters Have More Confidence Than She Did Pushing 30. US Weekly. ციტირების თარიღი: July 31, 2019
  21. Wilson, Samantha. (April 6, 2016) Melissa McCarthy: The Secret Behind Her Incredible 75lb Weight Loss Revealed. Hollywood Life. ციტირების თარიღი: May 23, 2016
  22. Melissa McCarthy and Ben Falcone Preview 5 New Film Projects. Variety. ციტირების თარიღი: November 20, 2014
  23. Melissa McCarthy Is Hollywood's Unlikely Leading Lady. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: November 20, 2014