შინაარსზე გადასვლა

მელექხანიმ ეიიუბოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელექხანიმ ეიიუბოვა
აზერ. Mələkxanım Əyyubova

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1962 (1962-11-05) (62 წლის)
დაბ. ადგილი შემახა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი მუღამი
საქმიანობა ჰანენდე
აქტიური 1979—დღემდე
საიტი melekxanim.com

მმელექხანიმ მაზაჰირ-ყიზი ეიიუბოვა (აზერ. Mələkxanım Məzahir qızı Əyyubova; დ. 5 ნოემბერი, 1962, შემახა) — აზერბაიჯანელი მომღერალი, ჰანენდე, აზერბაიჯანის სახახლო არტისტი. დაიბადა 1962 წლის 5 ნოემბერს შემახაში.[1] 1969-1979 წლებში ბაქოს №155 სკოლაში სწავლობდა,[2] 1979-1984 წლებში — მ. ა. ალიევის სახელობის აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. აგრეთვე დაამთავრა მუსიკალური ხუთწლიანი სკოლა გარმონის განხრით.

თავდაპირველად იგი ა. ჯავანშიროვის ბავშვთა გუნდის სოლისტი იყო. 1980-1985 წლებში — ფოლკლორული ანსამბლი „ირს“-ის სოლისტი, ხოლო 1985 წლიდან — აზერბაიჯანის სახტელერადიოს სახალხო ორკესტრის სოლისტი. მრავლ ქვეყანაში იყო გასტროლებზე, მათ შორის: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ირანი, ავსტრალია, თურქეთი, რუსეთი. 1995 წელს ოპერაში „ლეილა და მეჯნუნი“ შეასრულა ლეილას როლი.

არის აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნვიერსიტეტის დოცენტი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი, გ. ალიევის სახელობის ფონდის ლაურეატი.