მეზღვია იხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრძელკუდა იხვი
Long-tailed-duck.jpg
მამრი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Clangula hyemalis
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 VU ka.svgმოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22680427

მეზღვია იხვი, ასევე გრძელკუდა იხვი (ლათ. Clangula hyemalis) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. თავისი გვარიდან ერთადერთი გადარჩენილი წარმომადგენელია.

მამლებს აქვთ საკმაოდ გრძელი — 10-15 სმ-ის სიგრძის კუდი. მამლის სხეული ძირითადად თეთრია. კისრის უკანა ნაწილი, ფრთების ბოლოები და ზურგი ყავისფერი აქვს. დედალი მთლიანად მუქი ყავისფერია. საშუალო სიგრძე 44-60 სმ-ია, წონა 740 გ, ფრთების შლილი კი 71 სმ-მდე. წყვილდებიან ტუნდრასა და ჭაობებში, ზოგჯერ არქტიკის რეგიონის სანაპიროსა და ტბებში. ბინადრობენ ჩრდილოეთ კანადაში, ალასკაზე, ჩრდილოეთ ევროპასა და რუსეთში. ბუდეს აკეთებენ ზღვასთან ახლოს, ძირითადად მცენარეებით. ზამთარში გრძელკუდა იხვები მიგრირებენ დიდი ტბების, ბალტიის და შავი ზღვისკენ. იკვებებიან მოლუსკებით, კიბოსნაირებით და წვრილი თევზებით. შეუძლიათ 60 მ-ის სიღრმეზე ყვინთვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]