ეძანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეძანი, ბარმაქსიზი, განვითარებული მეზოლითის ხანის ნამოსახლარი ქალაქ წალკის ჩრდილოეთ ნაწილში. გაითხარა 1936 წელს (ბ. კუტინი) და 1963-1964 წლებში (მ. გაბუნია). აღმოჩნდა ობსიდიანის მრავალფეროვანი საწარმოო იარაღი — გეომეტრიული მიკროლითები (ასიმეტრიული სამკუთხა იარაღი, სეგმენტები, ტრაპეციები). აგრეთვე ისრისპირისებრი იარაღი, კარგად დამუშავებული მრავალი ჩასართი, მიკროლითური მრგვალი საფხეკები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბუნია მ., პალეოლითური ნაშთები ეძანის (ბარმაქსიზმის) გამოქვაბულიდან, «მაცნე», 1964, № 5;
  • Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;-