შინაარსზე გადასვლა

მედინინკაის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მედინინკაის ციხე

მედინინკაის ციხე (ლიეტ. Medininkų pilis; რუს. Медники) — ფართობით ყველაზე დიდი ციხესიმაგრე ლიეტუვაში, მდებარეობს ვილნიუსის მაზრის სოფელ მედინინკაიში.

ციხესიმაგრე აშენდა XIV საუკუნეში. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1385 წელს. ციხესიმაგრის კედლები ოთხკუთხედის ფორმის 2 ჰა-იან ტერიტორიას შემოსაზღვრავს. ჩრდილოეთის კედლის სიგრძეა 128,7 მ, აღმოსავლეთისა - 161,2 მ, სამხრეთისა - 127,7 მ, დასავლეთისა კი 147,9 მ. კედლების სიმაღლე 14-15 მეტრია. კედლის სისქე ფუნდამენტთან - 1,8-1,9 მეტრია, ზემოთ კი - 1,6 მეტრი. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის კუთხეში აღმართულია ხუთსართჲლიანი კოშკი. კიდევ ერთი კოშკია ჩატანებული სამხრეთ კედელში. ციხესიმაგრეს აქვს 4 შესასვლელი ყველა კედლიდან. 1517 წლისათვის ციხესიმაგრე უკვე მიტოვებულია. 2004 წლიდან ციხესიმაგრე ეკუთვნის ტრაკაის ისტორიულ მუზეუმს. დაგეგმილია მისი აღდგენა.

მედინინკაის ციხის გამოსახულება 50 ლიტიან მონეტაზე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]