მდინარე მაგდალენას ხეობა

მდინარე მაგდალენას ხეობა (ესპ. El Valle del Río Magdalena) — ანდების მასივში, კოლუმბიის ტერიტორიაზე მდებარე ხეობა. ის მდებარეობს ცენტრალური და აღმოსავლეთ კორდილიერებს შორის, მდინარე მაგდალენას გასწვრივ.
საინტერესო ფაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცნობილია, რომ ევროპელებმა პირველი კარტოფილი 1537 წელს ზუსტად მდინარე მაგდალენას ხეობაში ნახეს, ხოლო ესპანელების მიერ ევროპაში კარტოფილის პირველად ჩატანა მოხდა 1570 წელს.[1]
გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდინარე მაგდალენას ხეობა წარმოიშვა ტექტონური აქტივობის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მესამეული სისტემის პერიოდში. იგივე მოვლენებმა გამოიწვიეს ცენტრალური კორდილიერების წარმოქმნაც.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Evolution of crop plants, by simmonds.
- ↑ Historia de la Geología en Colombia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-27. ციტირების თარიღი: 2013-05-29.