მაჩაბლების სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაჩაბლების სასახლე — არქიტექტურული ძეგლი ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში. სასახლე XIX საუკუნით თარიღდებოდა. შენობა სოფლის ცენტრში იდგა. მასში გასაბჭოების პერიოდიდან 1992 წლამდე ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებდა. სასახლე ორსართულიანი იყო. იგი პირველი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს გაიძარცვა. ამ პერიოდში მთლიანად დაინგრა სამხრეთი ფასადის მეორე სართული და მეორე სართულის დასავლეთი ფასადი. პირველ სართულზე სარდაფები და მარანი იყო განთავსებული. მეორე სართულზე 6 დარბაზი, აღმოსავლეთით პატარა აივანი იყო. სასახლეს XX საუკუნის შუა წლებში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან რამდენიმე ოთახიანი ფლიგელი მიაშენეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 13 აგვისტოს, სასახლე ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 320

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ვიკიპედია უნდა იყოს „დაბომბილი“ ქართველ ისტორიკოსთა ინფორმაციებით“. kvirispalitra.ge. 22 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)