მაღლა ცაში (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მაღლა ცაში“
რეჟისორი ჯეისონ რაიტმანი
პროდიუსერი დენიელ დუბიცკი
ჯეფრი კლიფორდი
ივან რაიტმანი
ჯეისონ რაიტმანი
სცენარის ავტორი შელდონ ტერნერი
ჯეისორ რაიტმანი
როლებში ჯორჯ ქლუნი
ვერა ფარმიგა
ანა კენდრიკი
კომპოზიტორი როლფ კენტი
რენდალ პოსტერი
რიკ კლარკი
მონტაჟი დანა გლაუბერმანი
სტუდია Rickshaw Productions
დისტრიბუტორი Paramount Pictures
ხანგრძლივობა 109 minutes
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $25 000 000[1][2]
შემოსავალი $163 227 071

მაღლა ცაში (ინგლ. Up in the Air) — 2009 წლის ამერიკული კომედიური დრამა, რომლის რეჟისორია ჯეისონ რაიტმანი. სცენარი ეკუთვნის რეიტმანსა და შელდონ ტერნერი. ფილმი დაფუძნებულია ვალტერ კირნის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმი მოგვითხრობს რაიან ბინემის (ჯორჯ კლუნი) შესახებ. სიუჟეტი მოგვითხრობს მის მარტოსულ ცხოვრებაზე თვითმფრინავით მოგზაურობისას და მისი ფილოსოფიური აზრების შესახებ. ძირითადი გადაღება მიმდინარეობდა სენტ-ლუისში, მისური. ასევე სხვადასხვა სცენები გადაიღეს დეტროიტში, ომაჰაში, ლას ვეგასში და მაიამიში.

რაიტმანმა თავადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილმის რეკლამირებაში, რაც გამოიხატებოდა პრესის წინაშე გამოჩენით კინოფესტივალებსა და სხვა მოვლენებზე. ლოს-ანჯელესში პრემიერა გაიმართა 30 ნოემბერს, 2009, „Mann Village Theater“-ში. დეკემბერში ფილმი ამერიკაში გამოვიდა კინოგაქირავებაში.

National Board of Review-მა და Washington D.C. Area Film Critics Association-მა „მაღლა ცაში“ 2009 წლის საუკეთესო ფილმად დაასახელა. მან Broadcast Film Critics Association-ის დაიმსახურებული ნომინაციებიდან მიიღო ჯილდო ადაპტირებული სცენარისთვის, ასევე ოქროს გლობუსის 6 ნომინაციდან საუკეთესო სცენარისთვის და BAFTA საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. ოსკარის 82-ე დაჯილდოებაზე მან მიიღო 6 ნომინაცია, თუმცა ვერცერთი ჯილდოს აღება ვერ შეძლო. კინოკრიტიკოსებმა ფილმი დადებითად შეაფასეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Abramowitz, Rachel (November 29, 2009). „Jason Reitman firmly at the controls in 'Up in the Air'. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: November 29, 2009.
  2. Schuker, Lauren A.E. (November 27, 2009). „Director Jason Reitman on 'Up in the Air'. Wall Street Journal. ციტირების თარიღი: November 29, 2009.