მაქსიმილიან ფონ ვაიქსი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
რაიხსფრაიჰერი მაქსიმილიან მარია იოზეფ კარლ გაბრიელ ლამორალ ფონ უნდ ცუ ვაიქს ან დერ გლონი (გერმ. Maximilian Maria Joseph Karl Gabriel Lamoral Reichsfreiherr von und zu Weichs an der Glon) (* 12 ნოემბერი 1881, დესაუ; † 27 სექტემბერი 1954, რიოსბერგის ციხესიმაგრე ბონთან) - იყო გერმანელი სამხედრო მოღვაწე, «ვერმახტის» გენერალ-ფელდმარშალი და არმიათა ჯგუფის სარდალი მეორე მსოფლიო ომის დროს.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1881 : 12 ნოემბერი - მაქსიმილიან ფონ ვაიქსი დაიბადა ქ. დესაუში, ანჰალტის ჰერცოგის ობერშტალმაისტერის (ქართ. მეჯინიბეთუხუცესი) ოჯახში.
- 1901 : სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამხედრო სამსახური დაიწყო "ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდ ფონ ავსტრია-ესტეს სახელობის მე-2 მძიმე კავალერისტთა პოლკში" ქალაქ ლანდსჰუტში.
- 1914 : პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ვაიქსი ბავარიული კავალეერის დივიზიის ოფიცერი იყო.
- 1915-1918 : მსახურობდა ოფიცრად III ბავარიული არმიული კორპუსის გენერალურ შტაბში.
- 1919 : ვაიქსი რაიხსვერის რიგებში ჩაეწერა.
- 1920-1923 : მსახურობდა მე-3 კავალერიის დივიზიონის გენშტაბის ოფიცრად ქ. კასელში.
- 1921 : 1 თებერვალი - მიენიჭა მაიორის სამხედრო წოდება.
- 1924 : დაინიშნა ქ. შტუტგარტში სტაციონირებული მე-18 კავალერიის პოლკის ესკადრონის მეთაურად.
- 1925 : გადაყვანილი იქნა ტაქტიკის მასწავლებლად ქ. ორდრუფის (თიურინგია) ინფანტერისტთა სკოლაში.
- 1928 : 1 თებერვალი - მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა მე-18 კავალერისტთა პოლკის მეთაურად შტუტგარტში.
|