მატეო ბანდელო
იერსახე
| მატეო ბანდელო | |
|---|---|
| იტალ. Matteo Bandello | |
|
| |
| დაბადების თარიღი | სავარ. 1485[1] [2] [3] [4] [5] |
| დაბადების ადგილი | კასტელნუოვო-სკრივია |
| გარდაცვალების თარიღი | 1561[6] [1] [2] [5] [7] |
| გარდაცვალების ადგილი | აჟენი, საფრანგეთის სამეფო |
| საქმიანობა | კათოლიკე მღვდელი, პოეტი, მწერალი[8] [9] [10] , Catholic bishop და ნოველისტი |
| მოქალაქეობა | საფრანგეთი[11] |
| ნათესავ(ებ)ი | Vincenzo Bandello |
მატეო ბანდელო (იტალ. Matteo Bandello; დ. 1485, კასტელნუოვო-სკრივია — გ. 1561, აჟენი, საფრანგეთი) — იტალიელი მწერალი. იყო დიპლომატიც, მეომარიც, ბერიც. წერდა სატრფიალო ლექსებს („კანცონები“, 1544). მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში შევიდა როგორც შესანიშნავი ნოველების ავტორი. 1505-1560 წლებს შორის დაწერილი მისი 214 ნოველის სამი ტომი 1554 წელს გამოიცა, ხოლო მეოთხე 1573 წელს. ნოველებში შთამბეჭდავად, ძარღვიანი, თუმცა არცთუ მთლად დახვეწილი ენით, წარმოდგენილია აღორძინებისდროინდელი იტალიური ცხოვრების ცოცხალი სურათები; დამახასიათებელია თხრობის ობიექტურობა, დოკუმენტური სიზუსტე და მძაფრი დრამატიზმი. ბოკაჩოს შემდეგ ბანდელო ყველაზე დიდ ნოველისტადაა აღიარებული იტალიაში. მისი თხზულებები შემდგომ ბევრმა ევროპელმა დრამატურგმა გამოიყენა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 189.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 LIBRIS — National Library of Sweden, 2012.
- 1 2 Lord Byron and his Times
- ↑ Liber Liber — 1994.
- ↑ CONOR.SI
- 1 2 Sapegno N. Dizionario Biografico degli Italiani — 1963. — Vol. 5.
- ↑ https://www.bartleby.com/library/bios/index2.html
- ↑ abART
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118657011 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ museum-digital — 2009.