მასტორავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მასტორავა — მორდვული ეპოსი დაფუძნებული მორდვულ მითოლოგიასა და ფოლკლორზე, შეკრებილი ფოლკლორისტ ალეკსანდრ შარონოვის მიერ. გამოქვეყნდა 1994 წელს ერზიას ენაზე, დაანონსებულია გამოცემა მოკშას ენაზეც.

პოემა შედგება ხუთი ნაწილისაგან, რომელთაც სახელებიც ითარგმნება როგორც: „სამყარო“, „ძველი დრო“, „მეფე ტიუშტიას ხანა“, „გმირული ხანა“, „ახალი ხანა“. მასტორავა მიწის ღვთაებაა მორდვულ მითოლოგიაში. სახელი „მასტორ-ავა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს მიწის ქალს.

მასტორავას ეპოსში ტიუშტია არის გლეხი, რომელსაც ირჩევენ მოკშას და ერზიული კლანების მეფედ და მათი გაერთიანებული ჯარების მთავარსარდლად. მისი მმართველობისას მორდვეთი გადაჭიმული იყო ვოლგადან დნეპრამდე და ოკადან შავ ზღვამდე.

მითების მიხედვით ტიუშტია არის მთვარის ღმერთი, ჭექა-ქუხილის ღმერთისა და მოკვდავი გოგოს, ლიტოვას, ვაჟი. მისი ასაკი იცვლება მთვარის ფაზების ცვლასთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • А.М. Шаронов, Масторава (1994).
  • Tatiana Deviatkina, Some Aspects of Mordvin Mythology, Folklore 17 (2001).PDF

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]