შინაარსზე გადასვლა

მარჯნისფერი ასპიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარჯნისფერი ასპიტები
ტეხასური მარჯნისფერი ასპიტი (Micrurus tener)
ტეხასური მარჯნისფერი ასპიტი (Micrurus tener)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ასპიტისებრნი
გვარი:  მარჯნისფერი ასპიტები
ლათინური სახელი
Micrurus (Wagler, 1824)

მარჯნისფერი ასპიტები (ლათ. Micrurus) — გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა. მკვეთრი შეფერილობა აქვთ (სხეული სხვადასხვა კომბინაციაში შემოსარტყლულია შავი, ყვითელი და წითელი რგოლებით). აქვთ პატარა თავი, მოკლე კუდი, პირი შედარებით პატარაა და სუსტად იწელება, ასევე პატარაა შხამიანი კბილებიც. ზედა ყბაზე გააჩნიათ მხოლოდ შხამიანი ეშვები. გვარში 65 სახეობაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (უფრო მეტია ცენტრალურ ამერიკაში). ყველაზე დიდია გიგანტური მარჯნისფერი ასპიტი (Micrurus spixii), რომლის სიგრძე 1,5 მ აღწევს, ბინადრობს ამაზონის აუზში. არლეკინისებრი მარჯნისფერი ასპიტის (Micrurus fulvius) სიგრძე 1 მ აღწევს, გავრცელებულია ყველაზე ჩრდილოეთით (აშშ-ის ინდიანისა და კენტუკის შტატები); ჩვეულებრივი მარჯნისფერი ასპიტის (Micrurus corallinus) სიგრძე 0,5 მ-ზე მეტია, გავრცელებულია აღმოსავლეთ ბრაზილიაში. მარჯნისფერი ასპიტების ნაკბენი ზოგჯერ სასიკვდილოა.