მარტენის პროცესი
მარტენის პროცესი გულისხმობს ლითონის ჯართისა და თუჯისაგან ალქმედ რეგენერატულ ღუმელებში ფოლადისწარმოებას, ე.ი. ფოლადის მიღებას მარტენის ღუმელში, სადაც მიმდინარეობს თხევად ლითონსა, წიდასა და აირად ატმოსფეროს შორის მაღალტემპერატურული რთული ფიზიკურ-ქიმიური პროცესები. მარტენის პროცესში შესაძლებელია ისეთი კაზმის გადამუშავება, რომელშიაც თუჯისა და ფოლადის ჯართის შემცველობა იცვლება განუსაზღვრელ ზღვრებში: 100% თუჯიდან 100% ჯართამდე. ამის მიხედვით გადამუშავების ტექნოლოგიაც ცალკეულ შემთხვევაში ხასიათდება თავისი განსაკუთრებული ხასიათით. ასე მაგალითად, კაზმში თუჯის მაღალი შემცველობის შემთხვევაში გამდნარი ფოლადი შეიცავს ყველა იმ ელემენტის მაღალ კონცენტრაციას, რომლებშიც თუჯში შედიოდნენ, და პირიქით. ქარხანაში ბრძმედის არსებობის მიხედვით თუჯის მიწოდება მარტენის ღუმელში შესაძლოა თხევადი ან მყარი სახით წარმოებდეს. კაზმის შემადგენლობის მიხედვით მარტენის პროცესი სამ ნაირსახეობად იყოფა: ჯართული, ჯართ-მადნური და მადნური. ღუმელის აბაზანის ამონაგის მიხედვით (მაგნეზიტი - ფუძე და დინასი - მჟავე) მარტენის ღუმელებში ფოლადის გამოდნობის პროცესი იყოფა ფუძე და მჟავა პროცესებად.
ფუძე მარტენის პროცესი, ეწოდება...
მჟავა მარტენის პროცესი ეწოდება...
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იაკობაშვილი ს. მეტალურგია. თბილისი,1987