ბრძმედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბრძმედი — წარმოადგენს შახტური ტიპის ღუმელს, რომელიც სამუშაო სივრცით ვერტიკალურადაა აგებული. ბრძმედის დანიშნულებაა რკინის მადნიდან თუჯის მიღება. მასში მიმდინარეობს ძირითადად აღდგენითი პროცესები და მისი მუშაობა დაფუძნებულია კაზმისა და აირის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის პრინციპზე: კაზმი თავისი საკუთარი წონით ბრძმედის ზედა ჰორიზონტიდან ქვედა ჰორიზონტისკენ გამუდმებით ეშვება. შებერილი ჰაერის ჟანგბადის მეშვეობით იწვის სათბობი და წარმოქმნილი აღმდგენელი აირი განუწყვეტლივ მიემართება ქვევიდან ზევით. იგი გადასცემს ზემოდან ქვემოთ მომავალ კაზმს თავის სითბოს და უზრუნველყოფს მასში მთელ რიგ ფიზიკურ-ქიმიურ პროცესების მიმდინარეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იაკობაშვილი ს. მეტალურგია. გვ.119. გამომცემლობა განათლება თბილისი, 1981