მარსელუ რებელუ დი სოზა
მარსელუ რებელუ დი სოზა Marcelo Rebelo de Sousa | ||
![]() | ||
პორტუგალიის მე-20 პრეზიდენტი | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 9 მარტი, 2016 | |
პრემიერ-მინისტრი | ანტონიუ კოშტა | |
წინამორბედი | ანიბალ კავაკუ სილვა | |
პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
31 მარტი, 1996 – 27 მაისი, 1999 | ||
წინამორბედი | ფერნანდო ნოგუეირა | |
მემკვიდრე | ჟოზე მანუელ ბაროზუ | |
პორტუგალიის საპარლამენტო საქმეთა მინისტრი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
12 ივნისი, 1982 – 9 ივნისი, 1983 | ||
პრემიერ-მინისტრი | ფრანსიშკუ პინტუ ბალსემანი | |
წინამორბედი | ფერნანდუ ამარალი | |
მემკვიდრე | ანტონიუ დე ალმეიდა სანტოსი | |
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის მდივანი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
4 სექტემბერი, 1981 – 12 ივნისი, 1982 | ||
პრემიერ-მინისტრი | ფრანსიშკუ პინტუ ბალსემანი | |
წინამორბედი | ჟოზე ლუის და კრუზ ვილაკა | |
მემკვიდრე | ლეონორ ბელეზა | |
დაბადებული | 12 დეკემბერი, 1948 ლისაბონი, პორტუგალია | |
მოქალაქეობა | ![]() | |
პოლიტიკური პარტია | პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტია | |
მამა | ბალთასარ რებელუ დი სოზა | |
მეუღლე | ანა კრისტინა მოტა ვეიგა (1972-1980; განქორწინებული) | |
შვილები | ნუნო რებელუ დი სოზა; სოფია რებელუ დი სოზა | |
განათლება | ლისაბონის უნივერსიტეტი | |
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია | |
ხელმოწერა | ![]() |
მარსელუ რებელუ დი სოზა (პორტ. Marcelo Rebelo de Sousa; დ. 12 დეკემბერი, 1948, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიელი პოლიტიკოსი, პორტუგალიის პარლამენტის საქმეთა ყოფილი მინისტრი, პორტუგალიის პარლამენტის წევრი, სამართლის პროფესორი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, კომენტატორი და პორტუგალიის პრეზიდენტი 2016 წლის 9 მარტიდან[1].
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარსელუ რებელუ დი სოზა დაიბადა 1948 წლის 12 დეკემბერს, ლისაბონში, პორტუგალია. მისი მამა – ბალთასარ რებელუ დი სოზა ცნობილი პორტუგალიელი პოლიტიკოსი, მედიცინის პროფესორი, მოზამბიკის გუბერნატორი, პარლამენტის წევრი და მინისტრი იყო, დიქტატორ ანტონიუ დი სალაზარის მთავრობის მმართველობის პერიოდში.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარსელუ რებელუ დი სოზამ იურიდიული განათლება ლისაბონის უნივერსიტეტში მიიღო. იგი არის სამართლის პროფესორი და მწერალი ლისაბონის უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად ასწავლის სამართალს[2].
თავისი კარიერა მან ესტადო-ნოვოს პერიოდში დაიწყო, თავდაპირველად, როგორც იურისტი, ხოლო შემდეგ როგორც ჟურნალისტი.
1974 წელს, მარსელუ რებელუ დი სოზა შეუერთდა პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიას. 1975-1976 წლებში, იგი პორტუგალიის პარლამენტის დეპუტატია; 1981 წლიდან, იგი მინისტრთა საბჭოს მდივანი იყო, ხოლო 1982 წლის 12 ივნისიდან 1983 წლის 9 ივნისამდე — პარლამენტის საქმეთა მინისტრი.
1996 წლის 31 მარტიდან 1999 წლის 27 მაისამდე, მარსელუ რებელუ დი სოზა პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო. 1998 წელს, მან შექმნა მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია სახალხო პარტიასთან ერთად, სახელწოდებით — „დემოკრატიული ალიანსი“.
მარსელუ რებელუ დი სოზას ჰქონდა პოლიტიკული ანალიზის ყოველკვირეული ტელეგადაცემა საზოგადოებრივი ტელეკომპანია RTP-ში. ცოტა ხნით ადრე, მას ჰქონდა ანალოგიური ტელეგადაცემა კერძო ტელეკომპანია TVI-ში, სადაც იგი წარდგენილი იყო, როგორც იმ დროის ყველაზე ბრძენი და ყველაზე გამჭრიახი პოლიტიკური ანალიტიკოსი. მისი კომენტარები მოიცავდა ყველაფერს პოლიტიკიდან სპორტის ჩათვლით. 2010 წელს, მან დატოვა RTP და დაბრუნდა TVI-ში.
ამასთანავე, მარსელუ რებელუ დი სოზა პორტუგალიის სახელმწიფო საბჭოს წევრია.
2016 წლის 24 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მან ხმათა 52,7% მიიღო და გახდა პორტუგალიის პრეზიდენტი[3][4]. თანამდებობას დაიკავა 2016 წლის 9 მარტს[5][6].
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ http://www.reuters.com/article/us-portugal-politics-idUSKCN0WB1B0
- ↑ Teaching staff, Faculty of Law, University of Lisbon[მკვდარი ბმული]
- ↑ Еxit poll: Марселу Ребелу ди Соза побеждает на выборах в Португалии | РИА Новости
- ↑ http://www.presidenciais2016.mai.gov.pt/
- ↑ Rebelo de Sousa wins Portuguese presidency
- ↑ http://www.reuters.com/article/us-portugal-politics-idUSKCN0WB1B0
|