თეოფილუ ბრაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოფილუ ბრაგა
თეოფილუ ბრაგა
პორტუგალიის დროებითი მთავრობის მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ოქტომბერი 1910 – 24 აგვისტო 1911
წინამორბედიმანუელ II (მეფე)
მემკვიდრემანუელ ჟოზე დე არიაგა (პრეზიდენტი)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 მაისი, 1915 – 5 აგვისტო, 1915
წინამორბედიმანუელ ჟოზე დე არიაგა
მემკვიდრებერნარდინუ მაშადუ

დაბადებული24 თებერვალი, 1843
პონტა-დელგადა აზორის კუნძულები
გარდაცვლილი28 იანვარი, 1924
ლისაბონი, პორტუგალია
პოლიტიკური პარტიაპრპ და სდპ
მეუღლემარია დუ კარმუ შავიერი

თეოფილუ ბრაგა (პორტ. Joaquim Teófilo Fernandes Braga; დ. 24 თებერვალი, 1843, პონტა-დელგადა აზორის კუნძულები — გ. 28 იანვარი, 1924, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიელი მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე. პორტუგალიის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის მეთაური (1910–1911) და პრეზიდენტი (1915 წ.)

იურიდიული განათლება მიიღო კოიმბრის უნივერსიტეტში. 1872 წელს გადავიდა ლისაბონში, სადაც დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. გამოსცა, როგორც ლექსების კრებული, ასევე ეთნოგრაფიული და ფილოსოფიური ნაშრომები.

1878 წელს აირჩიეს პორტუგალიის პარლამენტის წევრად, სადაც შეუერთდა რესპუბლიკელ-ფედერალისტებს. გაწევრიანდა პორტუგალიის რესპუბლიკური პარტიაში. 1910 წლის გადატრიალების შედეგად, დაამხო მონარქია და სათავეში ჩაუდგა დროებით მთავრობას. 24 აგვისტოს მოოიხსნა პრეზიდენტის ფუნქციები, ხოლო 3 სექტემბერს დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც. თუმცა მანუელ ჟოზე დე არიაგას გადაგომის შემდეგ 1915 წელს აირჩიეს დროებით პრეზიდენტად მისი უფებამოსილების ვადის გასვლამდე. გარდაიცვალა 1924 წელს, დაკრძალულია ჟერონიმუშის მონასტერში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]