მაროვსკის ჯვართამაღლების მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაროვსკის ჯვართამაღლების მონასტერი
მაროვსკის ჯვართამაღლების მონასტერი — რუსეთი
მაროვსკის ჯვართამაღლების მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°00′25″ ჩ. გ. 45°30′38″ ა. გ. / 56.00694° ჩ. გ. 45.51056° ა. გ. / 56.00694; 45.51056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა სპასკოეს რაიონი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5220126000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1632

მაროვსკის ჯვართამაღლების მონასტერი (რუს. Маровский Крестовоздвиженский монастырь) — მოქმედი მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის სპასკოეს რაიონში. დაარსებულია 1632 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კრესტომაროვსკის უდაბნოს შექმნის ამბავის“ მიხედვით 1632 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის მაზრის სოფელ პრუდიშჩში გამოჩნდა კიეველი ბერი მატვეი, რომელმაც მთებში, იოანე წინასწარმეტყველის ეკლესიის მახლობლად გამოთხარა გამოქვაბული და იქ დასახლდა[1]

ძალიან მალე მატვეიმ და პრუდიშჩელმა გლეხმა ილარიონმა, ტყეში სამ ვერსზე სოფლიდან, ააშენეს ქოხი. აქ მათ შეუერთდა მაკარევოს მონასტრის ბერი მარკელი და ვოლგისპირელი ბერი მაკარი[1].

სოფელ პრუდიშჩის მფლობელმა თავადმა ივან ლეონტიევმა მიწის ნაკვეთი შესწირა მათ, ხოლო პატრიარქმა იოსებმა მათ მონასტრის დაარსების ნება მისცა[1].

მონასტერში ააშენეს მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია, ქვის ჯვართამაღლების ტაძარი და სამების ეკლესია.

პეტრე I-ის მეფობის პერიოდში სამონასტრო ცხოვრება დაეცა. 1721 წელს მონასტერი მიაწერეს ორანკის ღვთისმშობლის მონასტერს. ეკატერინეს მმართველობის პერიოდში კი სამონასტრო ცხოვრება საერთოდ გაუქმდა[1].

1870-იანი წლებიდან მონასტრის აღორძინება დაიწყო ჩუვაშმა ივან პეტროვიჩმა. მისი სიკვდილის შემდეგ 1885 წელს ხის ეკლესიასთან ააშენეს ქვის ეგვტერი[1]. 1887 წლის 6 ივლისს ბალახნინის ეპისკოპოსი დიმიტრი (სამბიკინი) ესტუმრა მონასტერს და დალოცა ამ ადგილზე მონასტრის აღორძინება[2] . 1901 წელს აკურთხეს ხისგან აშენებული სამების ეკლესია. მისი მთავარი სიწმინდე გახდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაიწერა იერუსალიმში XIX საუკუნის დასასრულს[1].

1927 წელს მონასტერი დაიხურა[1]. მონასტრისაგან შემორჩა მხოლოდ ქვის კედლების ფუნდამენტი[3].

2008 წელს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ აკურთხა მონასტრის მშენებლობა. 2009 წელს შექმნეს ჯვართამაღლების მაროვსკის დედათა მონასტრის პროექტი. მონასტრის მშენებლობისათვის გამოიყო 71,815 ათ. მ². ეპარქია გეგმავს მშენებლობის დასრულებას 2018 წლისათვის.

2011 წლის 14 აგვისტოს ეკლესია აკურთხა მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Новая жизнь древней обители დაარქივებული 2013-10-04 საიტზე Wayback Machine. , Сергей Ледров, «Нижегородские епархиальные ведомости», №16(205), 2011 г
  2. Димитрий (Самбикин), Епископ Балахнинский, викарий Нижегородской епархии, Вознесенский печерский мужской монастырь
  3. В Нижегородской епархии будет восстановлен Маровский монастырь დაარქივებული 2014-09-03 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская митрополия, Анна Берлин, 30 июля 2009 года
  4. Крапивина, Людмила. (14 августа 2011 года) Архиепископ Георгий совершил освящение Никольского храма в селе Мары (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2011-08-16.