მარკ სტრონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკ სტრონგი

მარკ სტრონგი (ინგლ. Mark Strong; დ. 5 აგვისტო, 1963 წელი) - ინგლისელი მსახიობია. იგი ცნობილია როლებით ფილმებში: Stardust (2007), Sherlock Holmes (2009), Kick-Ass (2010), Tinker Tailor Soldier Spy (2011) , Zero Dark Thirty (2012), The Imitation Game (2014), Kingsman: The Secret Service (2014), Kingsman: The Golden Circle (2017) და Shazam! (2019).

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკი დაიბადა 1963 წლის 5 აგვისტოს ლონდონში, ისლინგტონში. სტრონგი არის ჯუზეპე სალუსოლიასა და უოლტრა სალუსოლიას ვაჟი. მისი მამა წარმოშობით იტალიიდან იყო, დედა კი ავსტრიიდან.

მარკის დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მამამ ოჯახი მიატოვა და იგი დედამ გაზარდა.

სტრონგი ფრანგი მსახიობი ალენ დელონით იყო შთაგონებული და ბავშვობაში მსახიობურ მისწრაფებებს ავლენდა.

მარკმა სწავლა დაიწყო უიმონჰემის კოლეჯში, შემდეგ მან სწავლა განაგრძო ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, გერმანიის სამართლის სპეციალობით. ერთი წლის შემდეგ მან მიატოვა სწავლა, ინგლისში დაბრუნდა და ჩაირიცხა როიალ ჰოლოუეიში, ინგლისურისა და დრამის შესასწავლად. იგი ასევე იყო ბრისტოლის ოლდ ვიკის თეატრალური სკოლის სტუდენტი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ სტრონგი დაქორწინებულია კინოპროდიუსერ ლიზა მარშალზე. მათ ორი ვაჟი ჰყავთ, გაბრიელი და რომანი. ის ლონდონში ცხოვრობს და იგი არსენალ FC – ის გულშემატკივარია.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატელევიზიო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ სტრონგის დებიუტი შედგა 1989 წელს BBC - ის სერიალში "EastEnders". შემდგომში მან ითამაშა მინი სერიალში - "Suburban of Buddha" (1993).

1996 წელს მან ითამაშა BBC - ის მინიერიალში "Our Friends in the North". ეს იყო სტრონგის პირველი მთავარი როლი. იგი მონაწილეობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან დენიელ კრეიგი, კრისტოფერ ეკლესტონი და ჯინა მაკკიმი.

მარკ სტრონგი

2003 წელს მან ითამაშა ნორფოლკის ჰერცოგის როლი სატელევიზიო ფილმში "Henry VIII".

მან განასახიერა აგენტის როლი Fox - ის სატელევიზიო სერიალში - "Deep State" - ის პირველ სეზონში. 2019 წელს მან გაახმოვანა Netflix - ის ბნელი ფანტაზიის სათავგადასავლო სერიალი "The Dark Crystal: Age of Resistance".

2006-2012 წლებში სტრონგი მსახურობდა BBC- ის დოკუმენტურ სერიალში "Who Do You Think You Are?". 2013 წელს მონაწილეობდა History Channel - ის დოკუმენტურ სატელევიზიო ფილმში - "The Great Martian War 1913–1917".

კინო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ სტრონგის კინემატოგრაფიული დებიუტი 1993 წელს შედგა რომანტიკულ დრამაში "Century". 2005 წელს მან ითამაშა ტობი კრეკიტის როლი ფილმში - "Oliver Twist".

2007 წელს მას ჰქონდა როლი რომანტიკულ-სათავგადასავლო ფილმში "Stardust". 2009 წელს მან ითამაშა მთავარი როლი ფილმში - "Sherlock Holmes".

2010 წელს სტრონგმა მიიღო მთავარი როლი კომედიურ სამოქმედო ფილმში - "Kick-Ass". 2011 წელს მან იმონაწილევა ცივი ომის ჯაშუშურ ფილმში "Tinker Tailor Soldier Spy", იგი მუშაობდა გარი ოლდმენთან, კოლინ ფირტთან და ტომ ჰარდთან ერთად.

2014 წელს მან მიიღო სტიუარტ გრემენ მენზიზის როლი ისტორიულ დრამაში - "The Imitation Game". იმავე წელს სტრონგმა მიიღო მერლინის როლი სამოქმედო ჯაშუშურ ფილმში "Kingsman: The Secret Service".

2019 წელს ის გამოჩნდა DC Comics - ის სუპერგმირის ფილმში "Shazam!", დოქტორ თადეუს სივანას როლში.

თეატრალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ერთ-ერთი ადრეული სასცენო სპექტაკლი იყო "ბიფ ლომანი", რომელიც 1996 წელს შესრულდა სამეფო ნაციონალურ თეატრში. ერთი წლის შემდეგ, მან იმავე ადგილას ითამაშა პატრიკ მარბერის როლი სპექტაკლში - "Closer". 2002 წელს მან იმონაწილევა სპექტაკლში - "Uncle Vanya", მიხეილ ლვოვიჩ ასტროვის როლში.

2015 წელს მისი მონაწილეობით შედგა პიესები ვიენდჰემის თეატრში. გარდა ამისა, მან მიიღო თეატრის მსოფლიო პრემია 2016 წელს და იყო ნომინირებული ტონის პრემიაზე, როგორც საუკეთესო მსახიობი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.thefamouspeople.com/profiles/mark-strong-47146.php

https://celebnetworth.net/mark-strong/ დაარქივებული 2021-12-06 საიტზე Wayback Machine.

http://superbhub.com/biography/mark-strong-net-worth-family/