მარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
მარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (რუს. Марийская Автономная Советская Социалистическая Республика) — რსფსრ-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1936-1993 წლებში. დედაქალაქი — იოშქარ-ოლა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარის ასსრ შეიქმნა 1936 წლის 5 დეკემბერს საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციის საფუძველზე მარის ავტონომიური ოლქის გარდაქმნის შედეგად, რომელიც თავის მხრივ შექმნილი იყო 1920 წლის 4 ნოემბერს, როგორც ავტონომიური ტეროტირიული წარმონაქმნი მთისა და მდელოს მარიელებისათვის.
1990 წლის 22 ოქტომბერს მარის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა მარის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
1992 წლის 9 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მარის სსრ-ს უწოდა მარი-ელის რესპუბლიკა, შესაბამისად შეიტანეს ცვლილება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 71-ე მუხლში[1].
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა 14 რაიონი. ამავე რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობდა სამი ქალაქი (იოშქარ-ოლა, ვოლჟსკი და კოზმოდემიანსკი) და 14 დაბა[2].
ეროვნული შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წლის აღწერის მონაცემები:
- რუსები — 321 ათასი ადამიანი (46,9 %)
- მარიელები — 299 ათასი ადამიანი (43,6 %)
- თათრები — 40 ათასი ადამიანი (5,8 %)
- ჩუვაშები — 9 ათასი ადამიანი (1,3 %)
- უკრაინელები — 5 ათასი ადამიანი (0,7 %)
- სხვა — 11 ათასი ადამიანი (1,7 %)[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Закон Российской Федерации от 9 декабря 1992 года № 4061-I «Об изменениях и дополнениях Конституции (Основного Закона) Российской Федерации — России».
- ↑ 2.0 2.1 Марийская Автономная Советская Социалистическая Республика // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.