კოზმოდემიანსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კოზმოდემიანსკი
Козьмодемьянск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი მარი-ელი
მუნიციპალიტეტი კოზმოდემიანსკი
კოორდინატები 56°20′00″ ჩ. გ. 46°34′00″ ა. გ. / 56.33333° ჩ. გ. 46.56667° ა. გ. / 56.33333; 46.56667
დაარსდა 1583
ადრეული სახელები ჩეკური, ზვენიჟშკი
ამჟამინდელი სტატუსი 1781
ფართობი 13,41 კმ²
ცენტრის სიმაღლე 110
კლიმატის ტიპი ზომიერად კონტინენტალური
ოფიციალური ენა მარიული ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 20 505 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1529,08 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 83632
საფოსტო ინდექსი 425350
საავტომობილო კოდი 12
ოფიციალური საიტი kozmodemjansk.ru
კოზმოდემიანსკი — რუსეთი
კოზმოდემიანსკი

კოზმოდემიანსკი (რუს. Козьмодемьянск) — ქალაქი რუსეთში. მარი-ელის რესპუბლიკის მთიანი მარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2016 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 20 505 კაცი. ქალაქის სტატუსი აქვს 1781 წლიდან.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ვოლგის (ჩებოქსარის წყალსაცავი) მარჯვენა მაღალ ნაპირზე. იოშქარ-ოლიდან სამხრეთ-დასავლეთით 104 კმ-ში. ქალაქი წარმოადგენს მთიანი მარიელების მთავარ კულტურულ ცენტრს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოზმოდემიანსკში ციხესიმაგრის აშენებამდე პირველი დასახლებების დაარსების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. როგორც ციხესიმაგრე იგი დაარსდა 1583 წელს. მისი დაარსება დაკავშირებული იყო ივანე მრიხსანის 1582 წელს მიერ ყაზანის სახანოს დამარცხებასთან და მის შემოერთებასთან.

ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა: ივანე მრისხანემ როდესაც ილაშქრა ყაზანის სახანოში 1552 წლის 1 ნოემბერს, წმინდანების კოზმასა და დამიანეს ხსენების დღეს, შეჩერდა სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს ქალაქია განლაგებული. მეფეს მოსწონებია ადგილმდებარეობა და უბრძანებია სწორედ ამ ადგილზე წმინდანების სახელზე აეშენებინათ ციხესიმაგრე.

ქალაქის პირველმოსახლეები იყვნენ მშვილდოსნები და მიწის მესაკუთრეები, ხოლო შემდეგ შემოუერთდნენ ახლადმონათლულები. მოგვიანებით აქ გადმოსახლდნენ მოქალაქეები ნიჟნი-ნოვგოროდისა და სვიაჟსკის გუბერნიიდან.

კოზმოდემიანსკის სახელწოდებით დასახლება პირველად იხსენიება 1609 წელს. 1708 წლის 18 დეკემბერს რუსეთის რვა გუბერნიად დაყოფის შემდეგ ქალაქი კოზმოდემიანსკი მიაწერეს ყაზანის გუბერნიას. 1781 წელს მიანიჭეს ქალაქის სტატუსი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 20 505.

ეროვნული შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიცხოვნება
მოსახლეობა,
კაცი. (2010)
[1]
% % მათგან
ვინც
აჩვენა
ეროვნება
სულ 21257 100,00 %
1 რუსები 13065 61,46 % 64,67 %
2 მარიელები 6561 30,87 % 32,48 %
მთის მარიელები 2103 9,89 % 10,41 %
აღმოსავლეთის მარიელები 88 0,41 % 0,44 %
3 თათრები 194 0,91 % 0,96 %
4 ჩუვაშები 160 0,75 % 0,79 %
5 უკრაინელები 84 0,40 % 0,42 %
სხვა 139 0,65 % 0,69 %
აჩვენა ეროვნება 20203 95,04 % 100,00 %
არ აჩვენა ეროვნება 1054 4,96 %

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]