შინაარსზე გადასვლა

მარინიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯამბატისტა მარინო

მარინიზმი (იტალ. marinismo) — მიმდინარეობა XVII საუკუნის იტალიურ ლიტერატურაში, რომლის ფუძემდებელი იყო ჯ. მარინო. ბაროკოს ლიტერატურის ეს განშტოება ლოგიკურად ენათესავება ფრანგულ პრეციოზულ ლიტერატურას, ესპანურ გონგორიზმს, ნაწილობრივ ინგლისურ მეტაფიზიკურ სკოლას ან იუფუიზმს და უპირისპირდება რენესანსულ ლიტერატურას. მარინიზმისთვის ნიშანდობლივია ფორმის უპირატესობა შინაარსთან, ვირტუოზული ლექსი, ალეგორიული სახეები, უჩვეულო შედარებები, სინტაქსის ლათინური წყობა დ ასე შემდეგ. შინაარსობრივად მარინიზმის ლიტერატურისათვის დამახასიათებელია ამქვეყნიური ცხოვრების ამაოების, სამყაროს დისჰარმონიულობისა და წინააღმდეგობრიობის მძაფრი შეგრძნება, მეტად თავისებური პესიმიზმი, სარკაზმი, ჰედონიზმი.