მარინა რამაზაშვილი
მარინა რამაზაშვილი (დ. 27 მარტი, 1960, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1984 წელს დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1986 წელს კი მოსკოვის თვალის დაავადებათა ჰელმჰოლცის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატურა და 1988 წელს ასპირანტურა.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991-1993 წწ. მუშაობდა ჰელმჰოლცის თვალის სნეულებათა ინსტიტუტის თვალის ფსკერის განყოფილებაში; 1993-1994 წწ. იყო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ოფის-მენეჯერი; 1994-1995 წწ. მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოს მენეჯერის მოადგილედ; 1995-2000 წწ. იყო მენეჯერი და ოფთალმოლოგი თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკაში - „ოფთალმიჯი“; 2000 წლიდან კლინიკა "კარაპს მედლაინის" ოფთალმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის მსოფლიო დიაბეტური ასოციაციის და ევროპის დიაბეტური სწავლების ასოციაციის წევრი (EASD), მსოფლიო და ევროპის ოფთალმოლოგიური და დიაბეტური კონგრესების მონაწილე, IQ კლინიკის დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი.