მარია მიტჩელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია მიტჩელი
Maria Mitchell.jpg
დაბ. თარიღი 1 აგვისტო 1818(1818-08-01)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ნანტაკეტი
გარდ. თარიღი 28 ივნისი 1889(1889-06-28)[1] [2] [3] (70 წელი)
გარდ. ადგილი ლინი
მოქალაქეობა აშშ
სამეცნიერო სფერო ასტრონომია
მუშაობის ადგილი ვასარის კოლეჯი[4]
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[5]
საიტი mariamitchell.org

მარია მიტჩელი (ინგლ. Maria Mitchell; დ. 1 აგვისტო, 1818 — გ. 28 ივნისი, 1889) — ამერიკელი ასტრონომი, რომელმაც 1847 წელს, ტელესკოპის გამოყენებით, აღმოაჩინა კომეტა C/1847 T1 (შემდგომში „მის მიტჩელის კომეტად“ წოდებული)[6]. ამ აღმოჩენისთვის, დანიის მეფემ, ფრედერიკ VI-მ, იგი ოქროს მედლით დააჯილდოვა. მედალზე გამოსახულია წარწერა ლათინურ ენაზე: „Non Frustra Signorum Obitus Speculamur et Ortus“ — „არ არის უშედეგო, რომ ვარსკვლავების ჩასვლას და ამოსვლას ვუყუროთ“[7][8]. მიტჩელი პირველი ამერიკელი პროფესიონალი ქალი ასტრონომი იყო[9][10].

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია მიტჩელი [11]

მარია მიტჩელი დაიბადა 1818 წლის 1 აგვისტოს, ნანტაკეტში, მასაჩუსეტსი. იგი პიტერ და მერი მორილ ფოლჯერების შთამომავალი და მათი მეშვეობით, ბენჯამინ ფრანკლინის ბიძაშვილი იყო. მარიას ცხრა და-ძმა ჰყავდა. მისი მშობლები, უილიამ და ლიდია მიტჩელები, კვაკერები იყვნენ. იგი იმ საზოგადოებაში დაიბადა, სადაც სხვებისგან განსხვავებით, მხარს უჭერდნენ ქალთა თანასწორუფლებიანობას. მარიას მშობლები, მსგავსად სხვა კვაკერებისა, აფასებდნენ განათლებას და მიიჩნევდნენ, რომ მასაც ჰქონდა განათლების მიღების ისეთივე უფლება, როგორიც ბიჭებს. კვაკერების ერთ-ერთი პრინციპი, სქესებს შორის ინტელექტუალური თანასწორობა იყო[12].

ბავშვობის ადრეულ წლებში ელისაბედ გარდენერის მცირე სკოლაში სწავლის შემდეგ, მარია მიტჩელმა ჩრდილოეთის გრამატიკულ სკოლაში დაიწყო სწავლა, სადაც, უილიამ მიტჩელი პირველი დირექტორი იყო. აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, როცა მარია 11 წლის იყო, მისმა მამამ, ჰოვარდის ქუჩაზე საკუთარი სკოლა ააშენა, სადაც, იგი მოსწავლე და ამასთანავე, მამის სასწავლო ასისტენტი იყო. სახლში, უილიამი საკუთარი ტელესკოპის მეშვეობით, მარიას ასტრონომიას ასწავლიდა[13]. 12.5 წლის ასაკში, იგი მზის რკალისებრი დაბნელების ზუსტი თარიღის გამოთვლაში დაეხმარა მამას[14].

უილიამის სკოლა დაიხურა და შემდგომ, მარია მიტჩელი, კირუს პირსის გოგონათა სკოლაში სწავლობდა. მოგვიანებით, იგი პირსის სასწავლო ასისტენტად მუშაობდა, 1835 წელს კი — საკუთარი სკოლა გახსნა. მარიამ გადაწყვიტა, რომ თავის სკოლაში, სწავლა ფერადკანიანი ბავშვებისთვისაც ყოფილიყო ნებადართული. აღსანიშნავია, რომ ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც, საჯარო სკოლები სეგრეგაციის მომხრენი იყვნენ[15]. ერთი წლის შემდეგ, მას Nantucket Atheneum-ში პირველი ბიბლიოთეკარის თანამდებობა შესთავაზეს, სადაც, იგი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა[16].

მის მიტჩელის კომეტის აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია მიტჩელი (მარცხნივ) ვასარის კოლეჯის ობსერვატორიაში, თავის სტუდენტთან, მერი უოტსონ უიტნთან ერთად, 1877.

ტელესკოპის გამოყენებით, 1847 წლის 1 ოქტომბერს, მან კომეტა 1847 VI (თანამედროვე აღნიშვნებით C/1847 T1) აღმოაჩინა[17], რომელსაც მის მიტჩელის კომეტა უწოდეს. რამდენიმე წლით ადრე, დანიის მეფემ — ფრედერიკ VI-მ, თითოეული „ტელესკოპური კომეტის“ (შეუიარაღებელი თვალით მკრთალად ხილვადი) აღმომჩენისთვის, ოქროს მედალი დააწესა ჯილდოდ. იგი გადაეცემოდა თითოეული ასეთი კომეტის პირველ აღმომჩენს (აღსანიშნავია, რომ ხშირად, კომეტებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთზე მეტი ადამიანი აღმოაჩენს). მარია მიტჩელი, ჯილდოს ერთ-ერთი ლაურეატი გახდა, რამაც, საერთაშორისო აღიარება მოუტანა მითუმეტეს იმიტომ, რომ მიტჩელამდე, მხოლოდ კაროლინა ჰერშელი და მარია მარგარეტ კირჩი იყვნენ კომეტის აღმომჩენი ქალი ასტრონომები.

არსებობდა მარია მიტჩელის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენების დროებითი მცდელობა, რადგან ფრანჩესკო დე ვიკომ, მარიასგან დამოუკიდებლად, ორი დღის შემდეგ აღმოაჩინა იგივე კომეტა, თუმცა, ევროპის ხელისუფლებას პირველმა შეატყობინა აღმოჩენის შესახებ. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება მიტჩელის სასარგებლოდ მიიღეს და 1848 წელს, მას დანიის შემდგომმა მეფემ, კრისტიან VIII-მ გადასცა ჯილდო[18].

აკადემიური მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1848 წელს, მარია მიტჩელი პირველი ქალი გახდა, რომელიც ამერიკის ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემიის[19] და 1850 წელს, ამერიკის მეცნიერებათა განვითარების ასოციაციის წევრად აირჩიეს[20]. იგი აგრეთვე პირველი ქალი იყო, რომელიც ამერიკის ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა. მოგვიანებით, მიტჩელი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ობსერვატორიაში მუშაობდა, სადაც, ვენერას მდებარეობათა ცხრილებს ადგენდა. შემდგომ, მან იმოგზაურა ევროპაში ნათანიელ ჰოთორნთან და მის ოჯახთან ერთად.

1865 წელს, იგი ვასარის კოლეჯში ასტრონომიის პროფესორი გახდა და ამავდროულად, პირველი ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ფაკულტეტზე დაინიშნა[21]. ამასთანავე, იგი დასახელდა ვასარის კოლეჯის ობსერვატორიის დირექტორად. კოლეჯში, იგი 1888 წლამდე, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მუშაობდა[22].

ძალისხმევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1842 წელს, მან მიატოვა კვაკერების რწმენა და უნიტარულ პრინციპებს მიჰყვა. მონობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით, მან ბამბისგან დამზადებულ ტანსაცმელზე უარი თქვა. იგი ქალთა საარჩევნო უფლების დამცველი რამდენიმე ადამიანის მეგობარი იყო, მაგალითად, ელისაბედ კედი სტენტონის, რომელთან ერთადაც, ქალთა დაწინაურების ამერიკული ასოციაცია დააფუძნა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტჩელი არასდროს ყოფილა ქორწინებაში, თუმცა, ცხოვრების მანძილზე, საკუთარ ოჯახთან კავშირი არ გაუწყვიტავს. მას შემდეგ, რაც 1888 წელს იგი ვასარის კოლეჯიდან პენსიაზე გავიდა, დასთან — ქეითთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ლინში, მასაჩუსეტში[23]. 1846 წლამდე, მისი პირადი დოკუმენტებიდან ძალიან ცოტაა შემორჩენილი. მიტჩელის ოჯახი მიიჩნევდა, რომ იგი მომსწრე იყო 1846 წლის დიდი ხანძრის, როდესაც ნანტაკეტელების პირადი საბუთები ქუჩაზე გაიფანტა და იმის გამო, რომ ხანძარი კვლავ მოსალოდნელი იყო, მან საკუთარი დოკუმენტები დაწვა, რათა მათი გავრცელებისთვის შეეშალა ხელი[24].

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია მიტჩელის ტელესკოპი ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში

გარდაიცვალა 1889 წლის 28 ივნისს, 70 წლის ასაკში, ლინში, მასაჩუსეტსი. ნანტაკეტში მდებარე ერთ-ერთ ობსერვატორიას, მის საპატივცემოდ, მარია მიტჩელის ობსერვატორია ეწოდება[25]. ობსერვატორია ნანტაკეტის მარია მიტჩელის ასოციაციის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს კუნძულზე მეცნიერებების შენარჩუნებას. იგი ხელმძღვანელობს ბუნებრივი ისტორიის მუზეუმს, მიტჩელის სახლ-მუზეუმს, მეცნიერების ბიბლიოთეკას და ობსერვატორიას. მეორე მსოფლიო ომში, ერთ-ერთ „ლიბერტი“ გემს, მისი სახელი — SS Maria Mitchell ეწოდებოდა. ნიუ-იორკის რკინიგზის ერთ-ერთ მატარებელს, მის საპატივცემოდ, „მარია მიტჩელის კომეტა“ ეწოდება. 2013 წლის 1 აგვისტოს, Google-ის საძიებო სისტემაში, გამოჩნდა ტელესკოპით კომეტებზე დამკვირვებელი მარია მიტჩელი[26][27][28].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kendall, Phebe Mitchell. Maria Mitchell: Life, Letters, and Journals. Boston: Lee & Shepard, 1896. (out of print; compiled by her sister)
  • M. W. Whitney, In Memoriam, (Poughkeepsie, N. Y., 1889)
  • M. K. Babbitt, Maria Mitchell as her students Knew her, (Poughkeepsie, N. Y., 1912)
  • Albers, Henry editor "Maria Mitchell, A Life in Journals and Letters" College Avenue Press, Clinton Corners, NY, 2001. (Henry Albers was the Fifth Maria Mitchell Professor of Astronomy at Vassar College.)
  • Torjesen, Elizabeth Fraser, Comet Over Nantucket: Maria Mitchell and Her Island: The Story of America's First Woman Astronomer, (Richmond, IN: Friends United Press, 1984)
  • Renée Bergland, Maria Mitchell and the Sexing of Science: An Astronomer Among the American Romantics, Beacon Press, Boston, 2008.
  • Wright, Helen, Sweeper in the Skies: The Life of Maria Mitchell, (College Avenue Press, Clinton Corners, NY, 1997. ISBN 1-883551-70-6. (Commemorative Edition of 1949 edition. Wright was born in Washington,DC and served as assistant in Astronomy Dept. at Vassar and later US Naval Observatory and Mt. Wilson Observatory.Wrote bios of Geo. Hale and Palomar Observatory & w. Harold Shapley co-ed of Treasury of Science)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  4. Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 2. — P. 901–904. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  5. https://www.womenofthehall.org/inductee/maria-mitchell/
  6. Maria Mitchell Biography English. Biography. წაკითხვის თარიღი: 15 January 2017.
  7. P. Vergilius Maro, Georgics, Book 1, line 257. Perseus.tufts.edu. წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  8. Stephanie Sammartino McPherson. Rooftop Astronomer: A Story about Maria Mitchell. Books.google.com. წაკითხვის თარიღი: 2013-08-04. 
  9. Maria Mitchell (1818-1889). National Women's History Museum. წაკითხვის თარიღი: November 1, 2012.
  10. Maria Mitchell Discovers a Comet. This Month in Physics History. American Physical Society. წაკითხვის თარიღი: November 1, 2012.
  11. Julia Ward Howe. Reminiscences, 1819 – 1899, Houghton Mifflin Company, 1900.
  12. Lisa Norling (2000). Captain Ahab Had a Wife: New England Women and the Whalefishery, 1720-1870. UNC Press, გვ. 52. ISBN 0807848700. 
  13. Maria Mitchell. 5.uua.org. წაკითხვის თარიღი: 2013-08-04.
  14. Gormley, Beatrice. Maria Mitchell: The Soul of an Astronomer. Eerdmans Publishing Co, MI. 1995.
  15. Renée L. Bergland (2008). Maria Mitchell and the Sexing of Science: An Astronomer Among the American Romantics. Beacon Press, გვ. 29. ISBN 0807021423. 
  16. (2000) რედ. Marilyn Bailey Ogilvie, Joy Dorothy Harvey: The biographical dictionary of women in science: Vol. 2: L–Z. Taylor & Francis, გვ. 901. ISBN 9780415920407. „Professional experience: Nantucket Atheneum, librarian (1836–1856)“ 
  17. Miss Maria Mitchell and the King of Denmark". The National Era (newspaper), March 22, 1849. News.google.com. წაკითხვის თარიღი: 2013-08-04.
  18. http://www.mariamitchell.org/about/awards/maria-mitchells-gold-medal
  19. Book of Members, 1780–2010: Chapter M. American Academy of Arts and Sciences. წაკითხვის თარიღი: July 29, 2014.
  20. Elizabeth Cabot Cary Agassiz, live and works. Women-philosophers.com. წაკითხვის თარიღი: 2013-08-04.
  21. Maria Mitchell. Vassar Encyclopedia. Vassar College. წაკითხვის თარიღი: November 1, 2012.
  22. Maria Mitchell Salary Dispute. Vassar Encyclopedia. Vassar College. წაკითხვის თარიღი: November 1, 2012.
  23. Beatrice Gormley (2004). Maria Mitchell: The Soul of an Astronomer. Eerdmans Young Readers, გვ. 116–118. ISBN 0802852645. 
  24. Renée L. Bergland (2008). Maria Mitchell and the Sexing of Science: An Astronomer Among the American Romantics. Beacon Press, გვ. 82. ISBN 978-0-8070-2142-2. „Great Fire of 1846 and seeing personal documents“ 
  25. Hoffleit, Dorrit (2001). "The Maria Mitchell Observatory--For Astronomical Research and Public Enlightenment" (pdf). The Journal of the American Association of Variable Star Observer 30 (1): 62. Bibcode 2001JAVSO..30...62H. http://articles.adsabs.harvard.edu/cgi-bin/nph-iarticle_query?2001JAVSO..30...62H&data_type=PDF_HIGH&whole_paper=YES&type=PRINTER&filetype=.pdf.
  26. Maria Mitchell's 195th Birthday. Google.com. წაკითხვის თარიღი: 2014-05-29.
  27. Khan, Amina. “Google doodle: Maria Mitchell, first pro female astronomer in U.S.“, Los Angeles Times, August 1, 2013. წაკითხვის თარიღი: August 12, 2013. 
  28. Barber, Elizabeth. “Google Doodle honors Maria Mitchell, first American female astronomer (+video)“, The Christian Science Monitor, August 1, 2013. წაკითხვის თარიღი: August 12, 2013.