მარია კურსოვა
|
2013 წელს | |
| ქვეყანა (სპორტი) |
|
|---|---|
| ეროვნება | სომეხი |
| დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 1986 |
| დაბადების ადგილი | სევეროდვინსკი, რსფსრ, სსრკ |
| წოდება | დიდოსტატი (2007) |
| ფიდე რეიტინგი | 2366 (2007) |
მარია კურსოვა (რუს. Мария Курсова, სომხ. Մարիա Կուրսովա; დ. 3 იანვარი, 1986, სევეროდვინსკი, რსფსრ, სსრკ[1]) — რუსი-სომეხი ჭადრაკის დიდოსტატი. 1996 წელს გახდა მსოფლიოს 10-წლამდელთა ჩემპიონი, ხოლო 2001 წელს 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2003 წელს გავიდა ქალთა 18-წლამდელთა ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატის ფინალში სადაც დამარცხდა ნატალია პოგონინასთან და დაიკავა მეორე ადგილი.[2] 1998 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 12-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე.[3] 2011 წლიდან ასპარეზობს სომხეთის სახელით.[4] 2012 წელს გახდა სომხეთის ჩემპიონი ქალთა შორის.[5] თამაშობს სომხეთის ნაკრებში, აქ თამაშის პერიოდში მონაწილეობა მიიღო 2012 და 2014 წლების ჭადრაკის ოლიმპიადაზე, 2011 და 2015 წლების მსოფლიოს ჩემპიონატსა და 2011 და 2013 წლების ევროპის ჩემპიონატზე.[6] 2016 წელს ინდივიდუალურად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე და დაამარცხა ორი მოჭადრაკე, მაგრამ შემდეგ იოვანკა ჰუსკასთან დამარცხდა.[7] დაქორწინებულია ჭადრაკის დიდოსტატ არმან პაშიკიანზე.[8]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარია კურსოვა — ფიდეს ჩანაწერი (ინგლისური)
- მარია კურსოვა — 365Chess.com
- მარია კურსოვა — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Стипендиатка Банка Москвы Мария Курсова — среди студентов-победителей чемпионата России по шахматам“ (რუსული). Bank of Moscow. 18 ოქტომბერი 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო 2015.
- ↑ European Youth Championship Girls - U18 Chess-Results. Retrieved 6 February 2019.
- ↑ European Youth Chess Championship 1998 Girls-U12 Chess-Results. Retrieved 6 February 2019.
- ↑ FIDE: transfers in 2011 დაარქივებული 2023-10-23 საიტზე Wayback Machine. Retrieved 6 February 2019.
- ↑ „Maria Kursova wins Armenian Women’s Chess Championship“. PanARMENIAN.Net. 23 January 2012. ციტირების თარიღი: 6 February 2019.
- ↑ Maria Kursova team chess record at OlimpBase. Retrieved 6 February 2019.
- ↑ „Maria Kursova ties 3rd round of European Championship“. 30 May 2016. ციტირების თარიღი: 6 February 2019.
- ↑ „Bride from the North: Armenia’s naturalized Russian wins national chess title“. ArmeniaNow. 23 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 6 February 2019.