მარია ვეტროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ვეტროვა

ვეტროვა 1890-იან წლებში
მშობლიური სახელი Марія Вєтрова
დაბადების თარიღი

1870 წლის 3 იანვარი,

სოლონივკა, ჩერნიჰივის საგუბერნიო, რუსეთის იმპერია (ახლა, უკრაინა)
გარდაცვალების თარიღი

1897 წლის 24 თებერვალი (27 წლის),

პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების მიზეზი დაიწვა თავი
დაკრძალულია ტრანსფიგურაციის სასაფლაო
ეროვნება უკრაინელი
საქმიანობა მასწავლებელი, მსახიობი
აქტიური 1888–1897 წლები
მოძრაობა ხალხოსნობა

მარია ვეტროვა (უკრ. Марія Федосіївна Вєтрова; 3 იანვარი 1870 წელი – 24 თებერვალი, 1897 წელი) — უკრაინელი მასწავლებელი და რევოლუციონერი. უკრაინის სხვადასხვა ნაწილში მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობის და მცირე ხნით თეატრის დასის წევრობის შემდეგ, ვეტროვა შეუერთდა სოციალისტთა წრეს აზოვში და ლევ ტოლსტოის შემოქმედების ერთგული გახდა. მან განაგრძო სწავლება სანქტ-პეტერბურგში, მაგრამ იძულებული გახდა რევოლუციონერი გამხდარიყო, მას შემდეგ, რაც თავად შეხვდა ტოლსტოის. იგი დააპატიმრეს ანტიცარისტული საგამომცემლო საქმიანობის გამო. მარია ვეტროვამ სცადა თავის დაწვა და გარდაიცვალა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში. მისი სიკვდილი იქცა ანტიცარისტული სტუდენტური მოძრაობის აღზევების გამოძახილად. ტოლსტოი და მაქსიმ გორკი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოექცნენ და შედეგად, გორკიმ მას მიუძღვნა "ქარიშხლიანი პეტრელის სიმღერა".

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ფეოდოსივნა ვეტროვა დაიბადა 1870 წლის 3 იანვარს[1] სოლონივკაში, რომელიც შედიოდა რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოქცეულ ჩერნიჰივის საგუბერნიოში (თანამედროვე ჩერნიჰივის ოლქი, უკრაინა).[2] მარია ვეტროვა იყო კაზაკი ქალის,[2] ადგილობრივი ნოტარიუსის, ოლექსანდრა ვეტროვას უკანონო შვილი. ამიტომ ვეტროვა იშვილა და აღზარდა გლეხმა ქალმა, რომელსაც მარია "ბებიას" ეძახდა.[1] 1888 წელს, მარიამ კოლეჯი დაამთავრა და მასწავლებელი გახდა[2] და სოფელ ლიუბეჩის სკოლაში დაიწყო მუშაობა.[1]

მისთვის მასწავლებლის ღარიბული ხელფასი არ იყო საკმარისი და პატარა სოფელში მატროსულად გრძნობდა თავი.[1] 1889 წლის აპრილში, იგი შეუერთდა მიკოლა სადოვსკის უკრაინულ სამსახიობო დასს.[2] მათ იმგზავრეს მთელს უკრიანაში და ძირითადი კოსტიუმებითა და დეკორაციებით სპექტაკლებზე გამოდიოდნენ პატარა თეატრებში. თუმცა, პირველი გამოსვლის დროს, მარიამ სცენის მიმართ შიში იგრძნო და თეატრის დასი ამის გამო დატოვა.[1]

მარია ვეტროვა საცხოვრებლად გადავიდა აზოვში, რათა დაბრუნებოდა მასწავლებლის საქმიანობას. იგი აზოვში შეხვდა ადგილობრივ სოციალისტთა წრეს და ტაგანროგელი ხალხოსნის, ანტიპ კულაკოვის მჭიდრო მეგობარი გახდა. მარია გახდა ენერგიული მკითხველი. კერძოდ, მოიხიბლა ლევ ტოლსტოის სტატიით "რა არის ბედნიერება?". სამი წლის გასვლის შემდეგ, მარია უაღრესად მოტივირებული გახდა იმისთვის, რომ სწავლა გაეგრძელებინა.[1] 1894 წელს, მან მიატოვა აზოვი და შევიდა ბესტუჟევის კურსებზე სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერისტეტში.[2] თუმცა, ძალიან სწრაფად გაუცრუვდა გული პროფესორების მიმართ, რომელთა ლექციები ინტელექტის თვალსაზრისით სტიმულირების მომცემი არ აღმოჩნდა. მომდევნო წელს, მარია თავად შეხვდა ტოლსტოის, რომელმაც შთააგონა მას, რომ გამხდარიყო რევოლუციონერი. შემდგომ, მარიამ დაიწყო რუსული ენისა და არითმეტიკის სწავლება ობუხოვის სახელმწიფო მშრომელთა საკვირაო სკოლაში.[1]

1897 წლის 24 ივნისს, ცარისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა იმ სანქტ-პეტერბურგელი პირების მასობრივი დაპატიმრებები, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ ხალხოსნების საგამომცემლო ოპერაციებში ჩართულობის გამო. ვეტროვა დაპატიმრებული პირებიდან რამდენიმე მათგანს იცნობდა.[1] 1897 წლის 2 იანვარს [ძვ. ს. 1896 წლის 22 დეკემბერი],[3] მარია ვეტროვა დააპატიმრეს ანტისამთავრობო პროპაგანდისტული საშუალებების ფლობისთვის და, ასევე, ეჭვმიტანილი გახდა რევოლუციურ საგამომცემლო ოპერაციებში მონაწილოების გამო. მარია დააპატიმრეს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში, სადაც 1897 წლის 20 თებერვალს (ძვ. ს. 8 თებერვალს) სცადა თავის დაწვა და დამწვრობებისგან გარდაიცვალა 1897 წლის 24 თებერვალს [ძვ. ს. 12 თებერვალი].[2] ციხის ადმინისტრაცია შეეცადა დაეფარა თვითმკვლელობა,[1] და მარია ვეტროვა საიდუმლოდ დაკრძალეს ტრანსფიგურაციის სასაფლაოზე.[3]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობები მისი სიკვდილის შესახებ გავრცელდა მომდევნო თვეში,[1] რამაც პროვოცირება გაუკეთა სტუდენტთა საპროტესტო აქციებს სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და კიევში.[3] 1897 წლის 4 მარტს, 5 000 ადამიანი შეიკრიბა სანქტ-პეტერბურგის ყაზანის ტაძარში, რათა პატივი მიეგოთ ვეტროვასთვის, თუმცა, მემორიალური მსახურება აკრძალეს და დააპატიმრეს 850 დემონსტრანტი.[1] დამსწრეთა შორის იყვნენ ნიკოლაი ბეკეტოვი, ნიკოლაი კარეევი, ვლადიმირ ლამანსკი, სერგეი პლატონოვი და ნესტორ კოტლიარევსკი.[3] სტანისლავ სტრუმილინმა გაიხსენა მარიას "ცეცხლოვანი ნათლობის" დღე და მდგრადი სახალხო აქტივიზმის დაწყების პერიოდი ცარისტული ავტოკრატიის წინააღმდეგ. ყაზანის ტაძარი გახდა სტუდენტთა შემდგომი დემონსტრაციების ცენტრი, ხოლო მაქსიმ გორკის 1901 წლის ერთ-ერთ დემონსტრაციაზე გამოსვლა რევოლუციურ ჰიმნადაც იქცა: "ქარიშხლიანი პეტრელის სიმღერა".[1]

მარია ვეტროვა რევოლუციონერ წმინდანად გამოაცხადეს მიკოლა ვორონიმ და ბორის ჰრინჩენკომ, ხოლო საიდუმლო რევოლუციურმა ორგანიზაციებმა მის სახელზე დაიწყეს პროკლამაციების გავრცელება.[3] ლევ ტროცკიმ, აგრეთვე პატივი მიაგო მის ხსოვნას.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 Shulyatikov 2010
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Shulyatikov 2010; Usenko 2003
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Usenko 2003

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Homo [ Вороний М.] Маруся Вітрова. "Житє і слово", 1897, кн. 2
  • В. Бахирев (псевд. В. Махновца). Как держать себя на допросах. — август 1900.
  • Могилянский М. В девяностые годы // Былое. — 1924. — No. 24.
  • Памяти Марьи Федосьевны Ветровой. Б/м, 1898; Ростов Н. Самоубийство М.Ф.Ветровой и студенческие беспорядки 1897 г. "Каторга и ссылка", 1926, No. 2
  • Самоубийство М. Ф. Ветровой и студенческие беспорядки // Каторга и ссылка. — 1926. — No. 2.
  • Куделли П. Ф. Народовольцы на перепутье. — Л., 1926.
  • Ростов Н. Драма в Бастионе. — М.: Библиотека «Огонёк» No. 27 (752), сентябрь 1933.
  • Чала Л. Не даремно! "Вітчизна", 1964, No. 8.
  • Ветрова Мария Федосеевна // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969–1978.
  • Брайнин И. Б., Шапошников В. Г. Ветровские демонстрации // Вопросы истории. — 1983. — No. 2. — С. 178–181.