ხალხოსნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხალხოსნები („ტეტიანთა მოტრფიალენი“, „დიაკვნის შვილები“) — ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მიმდინარეობის წარმომადგენელნი, გლეხობის ინტერესების გამომხატველნი, რომელთა უმთავრეს მიზანს ხალხთან დაახლოება, მის სასიცოცხლო ინტერესთა ღრმად წვდომა, მისი შეგნების გამოღვიძება და ბრძოლისთვის მომზადებას წარმოადგენდა. ქართველ ხალხოსნებს იდეოლოგიურად ახალი არაფერი შეუქმნიათ, მათი მსოფლმხედველობა რუსული „ნაროდნიკობის“ იდეალებით იკვებებოდა. მაინც თავიანთი შემოქმედებით (მხატვრული და პუბლიცისტური თხზულებებით) ქართულ ლიტერატურაში შემოიტანეს თავისებური კოლორიტი, ცხოვრების თავისებური ხედვა. ხალხოსნებს ჰქონდათ თავიანთი ბეჭვდითი ორგანოები („იმედი“, „მნათობი“, „შრომა“), სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც თანამშრომლობდნენ და ქადაგებდნენ გლეხურ სოციალიზმს, საჭიროებას რევოლუციისა, რომლის მამოძრავებელ ძალად გლეხობას მიიჩნევდნენ, ებრძოდნენ თავადაზნაურობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. კოტეტიშვილი, რჩეული ნაწერები, 1965;
  • ა. კენჭოშვილი, XIX ს. 80-იანი ქართული მწერლობა, წიგნი.: ქართული ლიტერატურის ისტორია, IV, 1974