მარია ეფროსინინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ეფროსინინა
დაბადების თარიღი 25 მაისი 1979 (42 წლის)
ქერჩი, ყირიმის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა უკრაინის დროშა უკრაინა
საქმიანობა ტელეწამყვანი, პროდიუსერი
მსახიობი, საზოგადო მოღვაწე
მეუღლე(ები) თემურ ხრომაევი
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები III ხარისხის ორდენი დამსახურებისთვის (2020)
[[1]]

მარია ეფროსინინა (უკრ. Марія «Маша» Олександрівна Єфросініна; დ. 25 მაისი, 1979, ქერჩი)— უკრაინელი ტელეწამყვანი, საზოგადო მოღვაწე, ბლოგერი. გაეროს მოსახლეობის ფონდის საპატიო ელჩი უკრაინაში (2018 წლის მაისიდან). [1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ეფროსინინა დაიბადა და გაიზარდა ქერჩში.

საშუალო სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე, შემდეგ კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (სპეციალობა - მთარგმნელი ინგლისურიდან და ესპანურიდან).

19 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა უკრაინის პირველ ეროვნულ ტელეარხზე (UT-1) გადაცემაში „იღბლიანი ზარი“. მალე მარიამ მიიღო მოწვევა „ნოვი კანალის“-გან, სადაც მზადდებოდა ახალი დილის გადაცემა.

გადაცემამ 2002 წელს  მიიღო ტელეტრიუმფის ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო შოუს ნომინაციაში.

2005 წელს პაველ შილკოსთან ერთად იყო ევროვიზიის 50 წლის საიუბილეო კონკურსის წამყვანი. 2005 წლის ოქტომბერში იგი გადავიდა ICTV არხზე (პროგრამა „კონფლიქტის ხაზი“).

2006 წლის სექტემბრიდან გახლდათ ტელეშოუს "ერთი მინდორში" წამყვანი არხზე "ინტერი".

2006 წელს მისი ფოტო ჟურნალ ELLE-ს გარეკანზე გამოჩნდა.

თანამშრომლობდა რუსულ არხებთან "Muz-TV", NTV ("შიშის ფაქტორი"), DTV ("ჩემი მსუქანი, შეუხედავი საქმრო").[3][4]

ცნობისმოყვარეობის, ტელევიზიაში მუშაობისა და რამდენიმე ენის ცოდნის წყალობით, მაშამ ინტერვიუ ჩაწერა მსოფლიო ვარსკვლავებთან. მათ შორის იყვნენ: სეზარია ევორა, პაულო კოელიო, ენრიკე იგლესიასი, ანი ჟირარდო, ჟერარ დეპარდიე, კელი ჯონსი, რობერტინო ლორეტი.  პოლიტიკოსებისგან და შოუბიზნესის, თეატრისა და კინოს ცნობილი მოღვაწეებისგან.

მარია ეფროსინინა

2006 წელს ტელეწამყვანი მოხვდა ჟურნალ Focus-ის ტოპ 100-ში - "უკრაინის ყველაზე გავლენიანი ქალები". როგორც გამოცემაში აღნიშნავენ, გავლენა განპირობებულია „წარმატებული კარიერითა და პოპულარობით“.

2008 წლის 2 მარტს უკრაინულმა ტელეარხმა ინტერმა დაიწყო თოქ-შოუს „მოდური განაჩენის“ გადაღება, რომელშიც მაშა ეფროსინინა გამოდის ადვოკატის როლში.

2009 წელს მაშა ეფროსინინა დასახელდა წლის ტელეწამყვანად ჟურნალ EGO-ს მიხედვით.

მაშა ეფროსინინას არაერთხელ აქვს მიღებული ჯილდოები "უკრაინის ყველაზე ელეგანტური წამყვანი". იგი გახლავთ ‘შავი მარგალიტის“ და ELLE Idol-ის ჯილდოების მფლობელი. პროფესიული საქმიანობისთვის მაშას გადაეცა TV Star ჯილდო, როგორც გასართობი გადაცემების საყვარელი წამყვანს.

2011 წელს მაშა ეფროსინინა გამოჩნდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე. მას ინსტაგრამზე დაახლოებით 700 000 გამომწერი ჰყავს.

2018 წლის მაისში მაშა ეფროსინინა გახდა უკრაინაში გაეროს მოსახლეობის ფონდის საპატიო ელჩი.[5]

2018 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები"[6]

2021 წელს მაშა ეფროსინინა შევიდა უკრაინის 100 წარმატებული ქალის ჩამონათვალში  ჟურნალ Novoye Vremya-ს მიხედვით.[7]

სოციალური პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფროსინინა აქტიურ მონაწილეობას იღებს ბავშვებისა და ეროვნული სამედიცინო დაწესებულებების დასახმარებლად. 2014 წლის ზაფხულში მან დაიწყო თანამშრომლობა  ფონდთან  :თქვენი საყრდენი“, რომლის ქმედებები მიზნად ისახავს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისა და ობლების დახმარებას.

ეფროსინინას ფონდთან ერთად მან შექმნა საქველმოქმედო პროექტი «Charity weekend» —  ეს არის შეხვედრების სერია,  რომელიც მოიცავს თემატურ ღონისძიებებს, მასტერკლასებს და ინტერვიუებს ცნობილ ადამიანებთან. ყველა მათგანს ერთი თემა აერთიანებს —  ქალი და მისი სამყარო: ოჯახი, ჯანმრთელობა, კარიერა, სილამაზე, შინაგანი განცდები.

2018 წელს, მაშა ეფროსინინას საქველმოქმედო ღონისძიებების  წყალობით, 4 მილიონზე მეტი გრივნა შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად.

2018 წლის მაისში მაშა ეფროსინინა გახდა გაეროს მოსახლეობის ფონდის პირველი საპატიო ელჩი უკრაინაში.[5]თანამშრომლობის ფარგლებში მან ქალთა ერთ-ერთი თავშესაფარი მოინახულა. ის რეგულარულად ხვდება ქალებს და ესაუბრება მათ, თუ როგორ უნდა შეაჩერონ და წინააღმდეგობა გაუწიონ ოჯახში ძალადობას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ефросинина Мария Александровна - Досье на LB.ua
  2. Мечты сбываются: Маша Ефросинина стала почётным послом ООН, viva.ua (30 мая 2018). ციტირების თარიღი 14 მაისი 2020.(რუს.)
  3. "Domansky and Efrosinina - leaders of "Factory-3"". tochka.net (უკრ). 2009-07-10. Retrieved 2020-05-25.
  4. " Маша Ефросинина впервые снялась в музыкальном клипе " Новости шоу бизнеса и культуры — Корреспондент (რუს.)
  5. 5.0 5.1 Маша Ефросинина стала почётным послом ООН ( Lady in Dress (май 2018). (უკრ.)
  6. Маша Ефросинина стала участницей шоу “Танці з зірками”, viva.ua (18 июля 2018).ციტირების თარიღი 14 მაისი 2020.(უკრ.)
  7. 100 знаменитых женщин Украины - Валентина Марковна Скляренко - Google Books