მარია გაეტანა ანიეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია გაეტანა ანიეზი
იტალ. Maria Gaetana Agnesi

დაბ. თარიღი 16 მაისი, 1718(1718-05-16)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი მილანი[6]
გარდ. თარიღი 9 იანვარი, 1799(1799-01-09)[7] [1] [3] [4] [5] [6] (80 წლის)
გარდ. ადგილი მილანი[6]
დასაფლავებულია მილანის მონუმენტური სასაფლაო
საქმიანობა ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფილანტროპი, თეოლოგი და პედაგოგი[8]
მუშაობის ადგილი ბოლონიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი საშინაო განათლება

მარია გაეტანა ანიეზი ( იტალ. Maria Gaetana Agnesi ; დ.16 მაისი , 1718, მილანი — გ. 9 იანვარი , 1799 ) — იტალიელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ქველმოქმედი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია გაეტანა ანიეზი დაიბადა მდიდარი ვაჭრის 21 შვილიან ოჯახში. მარიას დედის გარდაცვალების შემდეგ, მამა კიდევ ორჯერ დაქორწინდა. გოგონა შვილებიდან უფროსი იყო. მამა, მათემატიკის პროფესორი, ბავშვობიდან მხარს უჭერდა ქალიშვილის მათემატიკურ შესაძლებლობებს და ზრუნავდა მის კარგ განათლებაზე. 21 წლის ასაკში მარია გაეტანას მონასტერში შესვლა სურდა, მაგრამ წინააღმდეგობას წააწყდა მამის მხრიდან და, მისი ნების დამორჩილებით, მათემატიკის შესწავლა გააგრძელა. სანაცვლოდ მამა ნებას მისცემდა თავისუფალ დროს საქველმოქმედო საქმიანობით დაკავებულიყო.

ანიეზი თორმეტი წლის ასაკში იდუმალი ავადმყოფობით დაავადდა, რაც გამოწვეული იყო გადაჭარბებული სწავლით და კითხვით. გოგონას დაუნიშნეს ენერგიული ცეკვა და ცხენოსნობა, თუმცა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო; მარიას დაეწყო ძლიერი კრუნჩხვები. შედეგად, მას ურჩიეს ზომიერების დაცვა. თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო ბალისტიკის და გეომეტრიის შესწავლა. როდესაც ის თხუთმეტი წლის იყო, მამამ რეგულარულად დაიწყო თავის სახლში ბოლონიის ყველაზე განათლებული ადამიანების მიწვევა, რომელთა წინაშეც კითხულობდა და მხარს უჭერდა უამრავ დისერტაციას ყველაზე რთულ ფილოსოფიურ საკითხებზე. ამ შეხვედრების ჩანაწერები მოცემულია ჩარლზ დე ბროსეს წერილებში „იტალიის შესახებ “ და „ ფილოსოფიურ წინადადებებში,“ რომელიც მამამისმა გამოაქვეყნა 1738 წელს, როგორც მარიას ბოლო გამოსვლის ანგარიში, სადაც მან დაიცვა 190 ფილოსოფიური თეზისი.

1748 წელს მარიამ გამოაქვეყნა (იტალ. ) Instituzioni analitiche („ანალიზის საფუძვლები“). ვერზიერის მრუდს უწოდეს მარია გაეტანას სახელი (" ანიეზის კულული "), ვინაიდან მან გამოიკვლია ეს მრუდი. მარიას ასევე ჰქონდა მიღწევები დიფერენციალურ გამოთვლებში .

1748 წელს რომის პაპმა ბენედიქტ XIV-მ მარია გაეტანას ბოლონიის უნივერსიტეტის მათემატიკის, ბუნების ფილოსოფიის და ფიზიკის პროფესორის წოდება მიანიჭა, რითაც მან არასოდეს უსარგებლია. იგი გახდა მეორე ქალი, რომელმაც მიიღო პროფესორის წოდება ლაურა ბასის შემდეგ.

როდესაც მარია გაეტანა 34 წლის იყო, მამა გარდაიცვალა. ამ დროიდან იგი ჩაერთო საქველმოქმედო საქმიანობაში და დაიწყო თეოლოგიის შესწავლა. იგი ეხმარებოდა ღარიბებსა და ავადმყოფებს, უსახლკაროებს საკუთარ სახლში აძლევდა თავშესაფარს. გარდა ამისა, იგი ზოგჯერ იღებდა „განსაკუთრებით დაჟინებულ ან მაღალი რანგის სტუმრებს.“ [9]

1771 წლიდან 1799 წლამდე, 28 წლის განმავლობაში, მარია გაეტანა მართავდა თავშესაფარს მოხუცი ქალებისთვის (იტალ. Pio Albergo Trivulzio) .

მარია ანიეზის ავტოგრაფი ხელმისაწვდომია რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში (სუხტელენის ფონდი), ჩანაწერი გაკეთდა 1773 წლის 24 მარტს მილანში და შეიცავს სამ ციტატას ბიბლიიდან — „ამაოება ამაოებათა, ყველაფერი ამაოა“ (ბერძნულად. ), „ვისაც უფლის შიში აქვს, სიკვდილის დღეს მიიღებს წყალობას — უფლის შიში — უფლის საჩუქარია და მიუძღვება სიყვარულის ბილიკებისკენ “ (ბერძნულ ენაზე), „ათასიდან ერთი კაცი ვიპოვე, მაგრამ ყველა მათგანს შორის ქალი ვერ ვიპოვე“ (ლათინურ ენაზე) [10] რაც მიუთითებს, კერძოდ, მის განათლებაზე, მას უწოდეს „შვიდი ენის ორაკული“ [11]

მარია გაეტანას ერთ-ერთი და, მარია ტერეზა იყო ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორი. იგი იცნობდა მოცარტს, ჰაიდნს და სალიერის .

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 FemBio database
  2. Scienza a due voci — 1999.
  3. 3.0 3.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  4. 4.0 4.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Gliozzi M., Orlandelli G. Dizionario Biografico degli Italiani — 1960. — Vol. 1.
  7. SNAC — 2010.
  8. Czech National Authority Database
  9. Никитенко С. Женщины-профессора Болонского университета//Русская мысль. 1883. № 11 С. 85-114
  10. Записи на листе в альбоме Я. И. Бьернсталя//ОР РНБ. Ф. 993 (Сухтелен). Авт. 316. № 41. 1 л.
  11. Автографы из альбома и письма Якоба Бьернсталя как источник сведений об итальянских учёных Марии Гаэтане Аньези и Лауре Басси/ИИЕТ. Годичная научная конференция. 2020. С. 336-340.