ლაურა ბასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაურა ბასი
იტალ. Laura Maria Caterina Bassi
Laura Bassi - Carlo Vandi.jpg
დაბ. თარიღი 31 ოქტომბერი 1711(1711-10-31)[1] [2]
დაბ. ადგილი ბოლონია
გარდ. თარიღი 20 თებერვალი 1778(1778-02-20)[3] [2] [4] [5] [6] [7] (66 წლის)
გარდ. ადგილი ბოლონია
მოქალაქეობა პაპის ოლქი
მუშაობის ადგილი ბოლონიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბოლონიის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი

ლაურა ბასი (იტალ. Laura Bassi; დ. 31 ოქტომბერი, 1711, ბოლონია — გ. 20 თებერვალი, 1778, იქვე) — იტალიელი ფიზიკოსი და აკადემიკოსი. მან მიიღო დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში ბოლონიის უნივერსიტეტში, 1732 წლის მაისში[8].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაურა ბასი დაიბადა 1711 წლის 31 ოქტომბერს ბოლონიაში, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის[8][9][10], ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯუზეპე ბასის ოჯახში. დაწყებითი განათლება მას მიღებული აქვს ოჯახში. მან ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები: მოახერხა და შეისწავლა ევრუპული ენები, ასევე ფიზიკა და მათემატიკა. საშუალო განათლების მიღების შემდგომ ჩააბარა მისაღები გამოცდები, რის შემდეგაც ჩაირიცხა ბოლონიის უნივერსიტეტში. 1732 წელს 17 აპრილს ოცდაერთი წლის ასაკში დაენიშნა მისი სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა. მატიანე მოგვითხრობს, რომ ლაურა ბასის დისერტაციის დაცვაზე დასასწრებად ქალაქ ბოლონიის მოსახლეობა მოზღვავდა და დარბაზში ტევა არ იყო. სამეცნიერო საბჭოს თემაზე ბასიმ დაამტკიცა შვიდი ფილოსოფიური თეზისი და აგრეთვე მოყვა ნიუტონის სინათლის კორპულსკულური თეორიის შესახებ, რაც იმდროინდელ მეცნიერებაში სიახლედ ითვლებოდა. შემდგომ მას უამრავი შეკითხვა დაუსვეს რაზეც ბასი ამომწურავად და უყოყმანოდ პასუხობდა. საბოლოოდ მას „დოქტორის ბერეტი“ დაახურეს და ტრადიციის მიხედვით მეცნიერებაში გზა დაულოცეს.

21 წლის ფიზიკოსი ქალი რომელიც მეცნიერებათა დოქტორის სტატუსს ატარებდა რამდენიმე საუკუნის მანძილზე არ მოვლენია იმდროინდელ სამყაროს. აღსანიშნავია რომ მის პატივსაცემად გამოიცა ლექსების ორი კრებული; გამოუშვეს ბასის სამახსოვრო მედალი, რომლის ერთ მხარეს გამოსახული იყო ბასის პროფილი ხოლო მეორე მხარეს რომაელი ქალღმერთი მინევრა (მასწავლებელთა, მეცნიერთა, მხატვართა და სხვათა მფარველი), რომელსაც პატარა გოგონას თავზე ხელში ჩირაღდანი ეჭირა. ნახსენებ მედალს ლათინური ასოებით ეწერა „მხოლოდ ღირსეული დაინახავს მინევრას“.

ერთი თვის გასვლის შემდეგ ბასის დაუმტკიცდა დისერტაცია და მიწვეულ იქნა ბოლონიის უნივერსიტეტში გამოყენებითი ფიზიკის კურსის წასაკითხად.

1733 წელს ლაურა ბასი გათხოვდა ჯიოვანე-ჯუზეპე ვერატიზე. მათ 12 შვილი ჰყავდათ.

ლაურა ბასის სამეცნიერო ინტერესები მკვეთრად გაფართოვდა დისერტაციის დაცვის შემდგომ. ბასმა ამავე პერიოდში დაიწყო მათემატიკისა და ასტრონომიის შესწავლა. ასევე მკვეთრად გაიზარდა მისი მეცნიერული ავტორიტეტი. იგი ფიზიკის ლექციების კურსის წასაკითხად მიწვეული იყო ლონდონისა და პარიზის უნივერსიტეტეში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო მან ამ ქალაქებში გამგზავრება ვერ მოახერხა.

ლაურა ბასის ლექციების მოსასმენად სტუდენტები მთელი ევროპიდან ჩამოდიოდნენ. მისი ლექციები იყო უაღრესად გასაგები, საინტერესო და მიმზიდველი. აღსანიშნავია, რომ ბასი აგრეთვე გატაცებული იყო მსოფლიო ლიტერატურით[11]. აგრეთვე ცნობილია, რომ იგი წერდა ლექსებს. ფიზიკაში გამოცემულია მისი ოთხი ნაშრომი, რომლებიც ეხებოდნენ მექანიკას, პნევმატიკას და ჰიდრავლიკას. ფიზიკაში მას ამგვანებენ გალილეო გალილეისა და ევანჯელისტა ტორიჩელის. ცნობილია, რომ ლაურა ბასი სილამაზითაც განსაკუთრებული მანდილოსანი იყო, აგრეთვე პატიოსანი და შრომისმოყვარე.

ლაურა ბასი გარდაიცვალა 1778 წლის 20 თებერვალს. იგი დაკრძალულია ბოლონიაში ლუიჯი გალვანის გვერდით.

მადლიერმა იტალიელებმა ლაურას ბოლონიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობის წინ დაუდგეს ძეგლი[8].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 12-14, თბ., 1988.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://global.britannica.com/biography/Laura-Bassi
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive
  3. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Encyclopædia Britannica
  5. SNAC — 2010.
  6. http://www.treccani.it/enciclopedia/laura-bassi-verati_(Dizionario_Biografico)/
  7. FemBio
  8. 8.0 8.1 8.2 Findlen, Paula. "Science as a Career in Enlightenment Italy : The Strategies of Laura Bassi." Isis, vol. 84, no. 3, 1993: 441–469.
  9. Elena, Alberto. "'In lode della filosofessa di Bologna': An Introduction to Laura Bassi." Isis, vol. 82, no. 3, 1991: 510-518.
  10. Logan, Gabriella Berti. "Women and the Practice and Teaching of Medicine in Bologna in the Eighteenth and Early Nineteenth Centuries". Bulletin of the History of Medicine 77.3 (2003): 506–535. History of Science, Technology & Medicine. Web. 3 June 2013.
  11. Frize, Monique (2013).Laura Bassi and Science in 18th Century Europe : the Extraordinary Life and Role of Italy's Pioneering Female Professor. Berlin: Springer. p. 55. ISBN 9783642386855. Retrieved 31 January 2018.