მარგარიტ იურსენარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარიტ იურსენარი
ფრანგ. Marguerite Yourcenar
დაბადების თარიღი 8 ივნისი, 1903(1903-06-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ბრიუსელი, ბელგია[8]
გარდაცვალების თარიღი 17 დეკემბერი, 1987(1987-12-17)[1] [2] [3] [4] [5] [7] [9] [10] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბარ-ჰარბორი, მეინი, აშშ
დასაფლავებულია Brookside Cemetery[4]
საქმიანობა რომანისტი[8] , პოეტი[8] , ესეისტი[8] , მთარგმნელი, უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი, დრამატურგი[11] და ლიტერატურული კრიტიკოსი[11]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი[12]
 აშშ
 ბელგია
Magnum opus ადრიანეს მოგონებები, ფილოსოფიური ქვა, ალექსისი ანუ ამაო ბრძოლის ტრაქტატი, აღმოსავლური რომანები, ჩრდილოეთური არქივები და მიშიმა, ანუ კარიბჭე სიცარიელეში
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, ფემინას პრემია, ერაზმის პრემია, პრინც პიერის პრემია, საფრანგეთის აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Grand prix national des Lettres და Femina Vacaresco award
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი გრეის ფრიკი[13]
ხელმოწერა

მარგარიტ იურსენარი (ფრანგ. Marguerite Yourcenar; დ. 8 ივნისი, 1903, ბრიუსელი — გ. 17 დეკემბერი, 1987, მაუნტ-დეზერტი, მენი) — ფრანგი მწერალი.

დაიბადა ბელგიაში, ნამდვილი გვარია კრეიანკური (Crayencour). ფსევდონიმი წარმოადგენს მისი ნამდვილი გვარის ანაგრამას. 1939 წლიდან იგი ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში, 1947 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. მარგარიტ იურსენარი უნიკალური ფიგურაა ფრანგულ ლიტერატურაში — პირველი ქალი, რომელიც საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა და ამით ორსაუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია, რომლის მიხედვითაც ქალებს არ უშვებდნენ „უკვდავთა“ საზოგადოებაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იურსენარის დედა, რომელიც ბელგიის უძველესი ოჯახის წარმოამადგენელი იყო, 1903 წელს გარდაიცვალა. გოგონას აღზრდით მამა დაკავდა, რომელმაც დიდ როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. მამამისი — მიშელ დე კრეიანკური ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელსა და ქალებს, დაკავებული იყო აზარტული თამაშებით, მიუხედავად ამისა ის კარგი მამა აღმოჩნდა. ლიტერატურისა და ხელოვნების დიდი მცოდნე მიშელი ქალიშვილისთვის ხმამაღლა კითხულობდა საყვარელ წიგნებს. მის მიერ წაკითხულ პირველ ავტორებს შორის არიან არისტოფანე და რასინი, შექსპირი და მეტერლინკი, შატობრიანი და იბსენი, სენ-სიმონი და მერეჟკოვსკი, რომელთა ისტორიულმა რომანებმა დიდი გავლენა მოახდინეს მომავალ მწერალზე. მარგარიტი არ დადიოდა არცერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სახლში მიიღო შესანიშნავი განათლება, იცოდა რამდენიმე ენა და განაგრძობდა სწავლას მთელი ცხოვრების მანძილზე.

მარგარიტის მამა გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილამდე მოასწრო ეხილა ქალიშვილის (მისი ფულით გამოქვეყნებული) პირველი პოემა „ქიმერების ბაღი“.  

პირველი დიდი პროზაული ნაწარმოები, რომანი „ალექსისი ან დისკურსი ამაო ბრძოლაზე“ (1929) წარმოადგენს ჰომოსექსუალის აღსარებას. მრავალი წლის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, რატომ აირჩია იმ დროისთვის ასეთი სკანდალური თემა ლიტერატურაში დებიუტისთვის, მარგარიტმა უპასუხა: „ჩემთვის ეს სულერთი იყო“. მან შემოქმედებითი კარიერის დასაწყისიდანვე გამოავლინა შეხედულებების, გემოვნებისა და ქცევის სრული დამოუკიდებლობა. მოგვიანებით მის ნამუშევრებში ჰომოსექსუალური და ბისექსუალური სიყვარულის თემა არაერთხელ გაჩნდება, რადგან ამ სიყვარულში, როგორც მწერალმა თქვა, მისმა გმირებმა მოიპოვეს არჩევანის თავისუფლება, რომლის ყოველ გამოვლინებას ის ძალიან აფასებდა.

ომის დაწყებამდე, ახალგაზრდა ქალი ბევრს მოგზაურობდა, სტუმრობდა ლიტერატურულ წრეებს, მოასწრო გამოაქვეყნებინა კიდევ ორი რომანი, აგრეთვე რამდენიმე მოთხრობა და ესე. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი მოსალოდნელი ფაშიზმის საფრთხეს გრძნობდა, ის ვერ აცნობიერებდა მის მაშტაბს. ომი იურსენარისთვის დიდი გარდატეხა გამოდგა. „პარიზის დაცემის შესახებ რომ გავიგე, ვიტირე“, — თქვა მოგვიანებით მარგარიტმა. მაგრამ ამ ამბავმა იგი უკვე ამერიკაში იპოვა, სადაც ის გრეის ფრიკის მიწვევით ჩამოვიდა, რომელიც შემდგომში მისი თარჯიმანი, ახლო მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრი გახდება.

იურსენარი სამუდამოდ დარჩა ამერიკაში. იქ იყიდა მენის შტატში სახლი. აქ დაიწერა პირველი იმ რომანებიდან, რომელმაც იურსენარს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა — „ადრიანეს მოგონებები“ (1951). ეს ნაწარმოები ჟანრის კლსიკად იქცა ჯერ კიდევ მწერლის სიცოცხლეში.

60-80-იან წლებში იურსენარმა მიიღო სხვადასხვა ჯილდო, ორდენი და საერთაშორისო საპატიო წოდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინო მოვლენა არა მხოლოდ მის ცხოვრებაში, არამედ საფრანგეთის ლიტერატურულ ისტორიაში მისი საფრანგეთის აკადემიაში დაშვება (1981). ფრანგი „უკვდავები“ დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ „მშვენიერი სქესის“ წარმომადგენლის თავის წრეში მიღებას, მაგრამ საბოლოოდ დაემორჩილნენ მათი იმ კოლეგების ზეწოლას, რომლებსაც კარგად ესმოდათ ამ გამორჩეული ქალის პიროვნების მასშტაბის.

სიცოცხლის ბოლო წლებში იურსენარი აქტიურად ქალთა თანაბარი უფლებების იდეას, მაგრამ ამავდროულად არ მოსწონდა „ფემინიზმის აგრესიულობას“.

მწერლის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა რომანი „ფილოსოფიური ქვა“, რომელიც დაწერილია რომან „ადრიანას“ გამოცემიდან 16 წლის შემდეგ, ასევე აღსანიშნავია მისი კრებული „აღმოსავლური ნოველები“, რომელიც სიყვარულს ეძღვნება. იურსენარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სიყვარულის კონცეფციას — ხორციელსაც და სულიერსაც, მასში ხედავდა წმინდა საწყისს.

მარგარიტ იურსენარი გარდაიცვალა 1987 წლის 17 დეკემბერს თავის სახლში, მენის შტატში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ისტორიული რომანი „ადრიანეს ჩანაწერები“ (1951) რომის იმპერატორ ადრიანეზე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118643460 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de BelgiqueBXL.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. Annuaire prosopographique : la France savante
  10. Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 Czech National Authority Database
  12. LIBRIS — 2012.
  13. Becoming the Emperor // The New Yorker / (not translated to en-us)New York City: (untranslated), 2005. — ISSN 0028-792X; 2163-3827