შინაარსზე გადასვლა

მარგარიტა ჩერნოვოის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარიტა ჩერნოვოის სახლი
რუს. Дом Маргариты Черновой
კოორდინატები 47°13′09″N 39°42′08″E / 47.219239° ჩ. გ. 39.702297° ა. გ. / 47.219239; 39.702297
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ნიკოლაი დოროშენკო
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
გახსნის თარიღი 1899

მარგარიტა ჩერნოვოის სახლი (რუს. Дом Маргариты Черновой) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე.

ნაგებობა ააშენეს 1899 წელს არქიტექტორ ნიკოლაი დოროშენკოს პროექტის მიხედვით. იგი ეკუთვნოდა მარგარიტა ჩერნოვოის[1]. სახლს გააჩნია რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ვილა დიდი სადოვაიის ქუჩაზე მარგარიტა ჩერნოვოისათვის ააშენა მისმა თაყვანისმცემელმა, რომელიც პარამანოვების გვარის წარმომადგენელი იყო. პროექტის ავტორი სავარაუდოდ იყო ნიკოლაი დოროშენკო[1].

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აქ იმართებოდა, ბალ-მასკარადები, მუსიკოსების გამოსვლები და სხვ. შენობის პირველი სართული არენდით იყო გაცემული სხვადასხვა სავაჭრო ორგანიზაციებზე. მეორე სართულზე განთავსებული იყო საცხოვრებელი ოთახები. სცენა მდებარეობდა დარბაზის კუთხეში. კორიდორიდან გასვლა შეიძლებოდა აივანზე. ფასადის გასწვრივ ხალტურინის შესახვევის მხარეზე მდებარეობს სასადილო, სასტუმრო, საძინებელი და სხვ. თითოეული ოთახი შეღებილია ზეთის საღებავებით[1].

მთავარი შესასვლელი დიდი სადოვაიის ქუჩისა და ხალტურინის შესახვევის ქუჩის კუთხეში მდებარეობს.

1920 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩერნოვოი გაასახლეს და შენობის ნაციონალიზაცია მოახდინეს. პირველ სართულზე და სარდაფში გახსნეს „აფთიაქი № 2“, ხოლო მეორე სართულზე „საბავშვო კომუნა № 5“[1].

1926 წლის 2 თებერვალს შენობა გადაეცა სამხარეო პროკურატურას. ამავე წლიდან შენობაში განთავსდა პარტიული კლუბი[1]. 1940 წლიდან შენობაში განთავსებულია როსტოვის ოლქის პარტიული არქივი, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - როსტოვის ოლქის სახელმწიფო არქივი[3]. 2000-იანი წლების დასაწყისში შენობა ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 2001 წელს განახორციელეს ნაგებობის რესტავრაცია, რის შედეგადაც დაემატა ფასადის დეკორაციები[4].

ამჟამად შენობაში განთავსებულია მოსკოვის ბანკის ფილიალი.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону, 1999. — С. 105—107. — ISBN 5-8456-0433-8.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-24.
  3. Кукушин B. C. Эклектика // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  4. Дом Черновой - с.3. voopiik-don.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-15. ციტირების თარიღი: 2013-08-27.