შინაარსზე გადასვლა

მარგაო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგაოს მუნიციპალიტეტის შენობა
მარგაოს მუნიციპალიტეტის შენობა
თანამედროვე მარგაო
თანამედროვე მარგაო

მარგაო (ინგლ. Margao, კონკანი: मडगांव) —სიდიდით მეორე ქალაქი გოას შტატში. მდებარეობს კოლვასა და ბენაულიმის პოპულარული სანაპიროებიდან 6 კილომეტრზე. იგი განლაგებულია მდინარე სალის ნაპირზე და წარმოადგენს   სამხრეთ გოას რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა შტატში ვასკოს შემდეგ.

მარგაო გოას კომერციული დედაქალაქია. ქალაქს ზოგჯერ მადგაონს უწოდებენ. იგი გამოირჩევა კარგი ხარისხის გზებით, სარკინიგზო და საგზაო კომუნიკაციების განვითარებული ქსელით[1][2]. მარგაო ითვლება გოას ნაყოფიერ რეგიონად და მსხვილ მიწის მესაკუთრეთა რამდენიმე დიდი ოჯახის სამფლობელოა.

მუნიციპალური პარკი
მუნიციპალური პარკი
სულიწმინდის ეკლესია- მარგაო
სულიწმინდის ეკლესია- მარგაო
პანდავას გამოქვაბულები
პანდავას გამოქვაბულები

მონტეს სამლოცველოდან, რომელიც 1820 წელს პატარა მწვერვალზე აშენდა, იშლება ქალაქის ხედი.. გაქრისტიანებიდან მოკლე პერიოდში, მარგაოში იეზუიტებმა 1564 წელს ააგეს ეკლესია, რომელიც 10 წლის შემდეგ მუსლიმებმა გაანადგურეს. [3][4]1645-დან 1675 წლამდე პერიოდში მის ადგილას აშენდა სულიწმინდის ეკლესია.  მის წინ მდებარეობს მართკუთხა პარკი მანგოს ხეებით. მარგაოში მაისის ბოლო კვირას აღინიშნება სულიწმინდის დღე. ადგილობრივები ამ დღეს გამოფენაზე ყიდულობენ გამხმარ თევზს, კრევეტებს და ხახვს.

მარგაოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა პანდავას გამოქვაბულები, რომლებიც მდებარეობს აგუემ ალტოში, წმინდა სებასტიანის სამლოცველოსთან. გამოქვაბულები კლდეში იქნა ამოკვეთილი ახალი წელთაღრიცხვის   მე-5-6 საუკუნეებში. პანდავას გამოქვაბულებთან დაკავშირებულია სხვადასხვა მისტიკური ისტორია. არსებობს ვერსია, რომ ის  ბუდისტი ბერების ქმნილებაა. გამოქვაბულებს აქვს ფრესკებით მოხატული ხუთი "დარბაზი", რომელთაგან ზოგი შეიცავს VII საუკუნის წარწერებს. გამოქვაბულები შრი რუდრეშვარის ტაძრიდან 100 მეტრშია. ქალაქ არვალემის მახლობლად მდებარე  ჩანჩქერი  ამ ადგილების ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა.

მარგაოს სამხრეთით, შტატის სამხრეთ ნაწილში აგებული ინდუისტური ტაძრები  ინდუისტური პანთეონის მთავარ ღმერთებს ეძღვნებათ: ღმერთ შივას, განეშას და დედა ქალღმერთ დურგას, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდ პატივს სცემს.

მარგაოს რკინიგზის სადგური
მარგაოს რკინიგზის სადგური

ქალაქში ჩასვლა  შესაძლებელია მატარებლით  ბომბეიდან (მუმბაი) და ბანგალორიდან. მარგაოში მდებარეობს გოას მთავარი რკინიგზის სადგური, სადაც დადიან მატარებლები დელიდან და ქვეყნის სხვა ნაწილებიდან.

უახლოესი აეროპორტია გოას საერთაშორისო აეროპორტი (დაბოლიმის აეროპორტი), რომელიც მარგაოდან მდებარეობს 23 კილომეტრზე[5].

მამაკაცები ქალაქის მოსახლეობის 51% -ს შეადგენენ, ხოლო ქალები- 49%-ს. წერა – კითხვის საშუალო მაჩვენებელი ქალაქში  76% –ია, რაც 59,5% –ზე მაღალია. მამაკაცთა წიგნიერების მაჩვენებელი  79%-ია, ხოლო ქალების -73%. მარგაოში მოსახლეობის 11% 6 წლამდე ასაკისაა.[6][7]

ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 40 ° C- ს აღწევს, ზამთარში კი იგი 20 ° C - 32 ° C- ს შორის მერყეობს. მუსონური პერიოდი ივლისიდან სექტემბრამდეა და ხასიათდება უხვი ნალექითა და ქარით.

  1. Patent of Skybus from konkanrailway.com
  2. Skybus page from konkanrailway.com
  3. "Hindu temples and deities" by Rui Gomes Pereira
  4. "Gomantak Prakruti ani Sanskruti" by B.D.Satoskar
  5. "Airports Authority of India". Aai.aero. 21 September 2011. Archived from the original on 21 April 2012. Retrieved 9 May 2012.
  6. Margao Population Census 2011 Margao Religion Data 2011. 2011 . Census of India (Report )Government of India. Retrieved 6 September 2017.
  7. C. .Chandramouli (2015) [2010–11], "Margao Urban Region", Office of the Registrar General and Census Commissioner, India, Government of India, Census Organization of India
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარგაო“-დან