ვასკო-და-გამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვასკო და გამა, გოა
ვასკო და გამა, გოა
ვასკო და გამა, გოა
ვასკოს აეროპორტი

ვასკო-და-გამა (კონკანი  वास्को; პორტუგ. და ინგლისური Vasco da Gama, ხშირად შემოკლებით ვასკო) — ქალაქი გოას შტატში ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე.  სახელი ეწოდა პორტუგალიელი მოგზაურის ვასკო და გამას პატივსაცემად.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ზუარის პირას, გოას დედაქალაქ პანაჯიდან დაახლოებით 30 კმ-ზე და დაბოლიმის აეროპორტიდან დაახლოებით 5 კმ-ზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასკო და გამას მუნიციპალური ბაზარი 1958 წელი

ვასკო და გამა დაარსდა 1543 წელს. ის პორტუგალიურ ქალაქად რჩებოდა 1961 წლამდე, ვიდრე გოა ინდოეთს არ შეუერთდა. [2]

მორმუგაოს პორტი, რომელიც აშენდა  1888 წელს, ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი პორტია.[3]

ვასკო და გამა, ვიდიგუეირას პირველი გრაფი, პირველი ევროპელი იყო, ვინც ინდოეთის ნაპირებამდე  ზღვით მივიდა.  მან გოამდე მიაღწია 1524 წლის 11 სექტემბერს, თუმცა სამი თვის შემდეგ კოჩში გარდაიცვალა და  საბოლოოდ მისი ნეშტი პორტუგალიაში გადაასვენეს.[4]

ქალაქს ზოგჯერ სამბჰაჯი ნაგარს უწოდებენ. სამბჰაჯი იყო მარათჰას იმპერიის დამაარსებლის შივაჯის უფროსი ვაჟი. რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ  ქალაქისთვის სახელი გადაერქმიათ და ეწოდებინათ სამბჰაჯი ნაგარი  ეს აისახა მთავრობის ანგარიშებში. ამასთან, ოფიციალური ჩანაწერი, თუ როდის ერქვა ქალაქს ხსენებული სახელი ვერ მოიძებნა. საბოლოოდ ეს შეთავაზება უარყვეს,  როგორც პოლიტიკური ნაბიჯი.[5][6]

ინდოეთის სამხედრო- საზღვაო ფლოტი გოას საზღვაო ზონაში (ბაზა),  რომელიც მდებარეობს ვასკოში  აკონტროლებს დაბოლიმის აეროპორტს  და ფაქტობრივად, მთელ ტურიზმს, რომელზეც დამოკიდებულია გოას ეკონომიკის მდგომარეობა.

საათის კოშკის განახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასკო და გამას საათის კოშკი , გოა
ვასკო და გამას საათის კოშკი, გოა

2015 წელს მორმუგაოს მუნიციპალურმა საბჭომ (MMC) გადაწყვიტა ქალაქის ცენტრში, მუნიციპალურ ბაზართან მდებარე საათის კოშკის განახლება. 1938 წელს აშენებული კომპლექსი არის არტ დეკორის არქიტექტურის მაგალითი.[7] [8]სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2017 წელს Rajaram and Tarabay Bandekar საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. საათი  ჩამოიტანეს ნაშიკიდან. [9]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Vasco da Gama, Goa - 2660 (14059258407).jpg
ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობა
ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობა

ბოგმალოს სანაპირო მდებარეობს ვასკოდან 8 კილომეტრში. ეს პლაჟი საკმაოდ საშიშია, რადგან  აქვს წყალქვეშა დინებები.

ახლომდებარე პლაჟების გარდა, ქალაქი ვასკო მოკლებულია ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. მნიშვნელოვანი ნაგებობაა  400 წლის Igreja de Santo André (წმინდა ანდრიას ეკლესია), რომელიც  ქალაქის შესასვლელში მდებარეობს. ტურისტებს შორის პოპულარულია სამხედრო-საზღვაო ავიაციის მუზეუმი აეროპორტის მახლობლად. ის ერთ-ერთია  ინდოეთის სამი სამხედრო-საზღვაო ავიაციის მუზეუმიდან. იგი მოგვითხრობს ინდოეთის საზღვაო ავიაციის ევოლუციისა და ისტორიის შესახებ თვითმფრინავების ექსპონატებისა და იშვიათი ფოტოების საშუალებით.

ვასკო ცნობილია Sri Damodara Bhajani Saptah Fair- ის ყოველწლიური გამოფენით [ რომელიც ტარდება ინდუისტური მთვარის თვეში შრავანში, ნაგ პანჩამის ფესტივალის წინ.[10]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთი ვასკოში ყველაზე პოპულარული სპორტია. საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში   ქალაქის ორი გუნდი მონაწილეობდა.

ტილაკ მეიდანი არის 6000 ადგილიანი საფეხბურთო მოედანი, რომელიც მდებარეობს ქალაქში. სტადიონმა საფეხბურთო  ლიგის მატჩებს უმასპინძლა 2013 წლის აპრილში.[11]

ქალაქში ასევე  პოპულარული სპორტის სახეობაა კრიკეტი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Maps of India-Vasco da Gama". Retrieved 1 March2017.
  2. "RECLAIMING VASCO-DA-GAMA, THE PORT TOWN". The Neutral View. 30 January 2018. Retrieved 12 December 2018.
  3. "Major ports cargo traffic up 4.83% in Apr–Nov". The Hindu: Business Line. 10 December 2018. Retrieved 12 December 2018.
  4. Anonymous (21 March 2011). "Vasco da Gama's Voyage of 'Discovery' 1497". www.sahistory.org.za. Retrieved 6 November 2016.
  5. "Has Vasco da Gama been renamed Sambhaji?". oHeraldo. Retrieved 18 April 2017.
  6. Demand to change name of Vasco da Gama city Goa News. Retrieved 18 April 2017.
  7. History Lovers Group all set to restore to restore the Vasco Clock Tower The Navhind Times. 13 March 2015. Retrieved 12 December 2018.
  8. "Vasco's heritage clock tower to get a new lease of life". The Times of India. Retrieved 12 December 2018.
  9. "Tick-tock! Vasco's heritage clock tower catches up with the times". The Times of India. 1 April 2017. Retrieved 12 December 2018.
  10. goatourism.gov.in". goatourism.gov.in. დაარქივებული 2014-08-09 საიტზე Wayback Machine. Retrieved 7 August 2014.
  11. :"Venue Details: Tilak Maidan". indianfootball.com. Retrieved 11 February 2010.