შინაარსზე გადასვლა

მანგიშლაყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანგიშლაყი — ნახევარკუნძული ყაზახეთში. მდებარეობს კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე. ძირითადი ნაწილი უჭირავს მანგიშლაყის მთებს (სიმაღლე 556 მეტრამდე), რომლის დასავლეთ გაგრძელებაა თიუბ-ყარაბანის პლატოსებრი ნახევარკუნძული. მანგიშლაყის მთლიანეთს სამხრეთიდან ეკვრის მანგიშლაყის პლატო ღრმა, გაუდინარი მლაშობი ქვაბულებით (ყარაგიე 132 მ., კაუნდი 57 მ.) ჩრდილოეთ ნაწილი წარმოადგენს ნახევარკუნძულ ბუზაჩის დაბალ აკუმულაციურ ვაკეს. განვითარებულია მლაშობი, ქვიშიანი, ქვიანი და თიხიანი უდაბნოს ლანდშაფტები.

ნავთობის საბადოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანგიშლაყის ნახევარკუნძულზე ნავთობის დიდი საბადოებია. საბადოები სტრუქტურულად დაკავშირებულია სამხრეთ მანგიშლაყის ასიმეტრიულ ღრმულთან, რომელიც მეზოზოური და კაინოზოური ნალექებითაა ამოვსებული. გამოვლინებულია ნავთობის და აირის 12-ზე მეტი საბადო. ორი დიდი საბადო აღმოჩნდა 1961 წელს. დედამიწის ზედაპირიდან ნავთობი 1,2-2,4 კმ სიღრმეზეა