მანასი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „მანასი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანასი (მრავალმნიშვნელოვანი).
მანასი
Manasrivermap.png
ქვეყანა ბჰუტანის დროშა ბჰუტანი, ინდოეთის დროშა ინდოეთი
სიგრძე 376 კმ
აუზის ფართობი 41 350 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} მანასი ვიკისაწყობში

მანასი (დრანგმე-ჩუ) — ტრანსასაზღვრო მდინარე ჰიმალაების მთისწინეთში სამხრეთ ბჰუტანსა და ინდოეთს შორის. სახელი ეწოდა ინდური მითოლოგიის გველების ღმერთის — მანასას პატივსაცემად. იგი უდიდესი სამდინარო სისტემაა ბჰუტანში,[1] ოთხ სამდინარო სისტემას შორის. დანარჩენი სამია — ტორსა, სანკოში და რაიდაკი. იდნოეთის ასამის შტატში შესვლამდე მას სამი მთავარი შენაკადი ერწყმის. მთლიანი სიგრძე 376 კმ-ია, საიდანაც 272 კმ ბჰუტანზე მოდის, 104 კმ კი ინდოეთზე. აუზის ფართობი 41 350 კმ²-ია. ქალაქ ჯოგიგოპასთან ერთვის მდინარე ბრაჰმაპუტრას.

მდინარის ხეობაში მდებარეობს ორი მთავარი ტყის ნაკრძალი — მანასის ეროვნული პარკი ბჰუტანში და მისი გაგრძელება — მანასის ველური ბუნების ნაკრძალი, რომელიც 1985 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[2][3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Physiological survey. Food and Agricultural Organization. წაკითხვის თარიღი: 2010-04-02.
  2. Royal Manas National Park, Bhutan. WWF Global.
  3. Bhutan. Ramsar. Wetlands.org. წაკითხვის თარიღი: 2010-03-07.