ტორსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტორსა
BD Map Rivers of North Bengal2.jpg
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი, ბჰუტანის დროშა ბჰუტანი, ინდოეთის დროშა ინდოეთი
სათავე ტიბეტი
სიგრძე 358 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} ტორსა ვიკისაწყობში
მდინარე ტორსა

ტორსა — მდინარე ჩინეთში, ინდოეთსა და ბჰუტანში. სათავეს იღებს ტიბეტში, სადაც მას მაჩუს სახელით იცნობენ. შემდეგ ის გაედინება ბჰუტანში, სადაც მას ამო-ჩუს უწოდებენ. მდინარის სიგრძე 358 კმ-ია, საიდანაც 113 კმ ჩინეთზე მოდის, 145 კმ ბჰუტანზე, მცირე ნაწილი კი გაედინება ინდოეთში, დასავლეთ ბენგალში.[1]

მდინარე კვეთს მნიშვნელოვან სასაზღვრო ქალაქებს — პჰუნჩოლინგს (ბჰუტანი) და ჯაიგაონს (ინდოეთის მხარეს), ასევე დალსინგპარის ჩაის დიდ მამულებს და ჯალდაპარის ველური ბუნების ნაკრძალს. აქ არსებული თვალწარმტაცი გარემო იდეალურია ოჯახური პიკნიკებისათვის; ნაკრძალში ბინადრობენ ვეფხვები, მარტორქები და მრავალი სახის ირმები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bandopadhyay, Dilip Kumar, Bharater Nadi (Rivers of India), 2002, p. 78, Bharati Book Stall, 6B Ramanath Mazumdar Street, Kolkata