მანარგუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
მანარგუდი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 10°40′12″ ჩ. გ. 79°25′48″ ა. გ. / 10.67000° ჩ. გ. 79.43000° ა. გ. / 10.67000; 79.43000
ფართობი 11.55 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6±1 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 4367
საფოსტო ინდექსი 614001
მანარგუდი — ინდოეთი
მანარგუდი

მანარგუდი ― ქალაქი ტირუვარურის რაიონის, ინდოეთის შტატ ტამილნადუში. მანარგუდი-ტალუკის ცენტრი. ქალაქი ტირუვარურიდან 40 კმ-ის, კუმბაკონამიდან 36 კმ-ის, ხოლო ჩენაიდან 310 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქში მდებარეობს ვიშნუიზმის ცნობილი სალოცავი რაჯაგოპალასვამის ტაძარი.

მანარგუდი VII საუკუნეში შუა საუკუნეების ჩოლას პერიოდში დაარსდა. ქალაქს სხვადასხვა დინასტია მართავდა, მათ შორის: მეფე რაჯადჰირაჯა ჩოლა (1018-1054). შედიოდა ვიჯაიანაგარის იმპერიის, დელის სასულთნოს, თანჯავურის ნაიაკებია, თანჯავურის მარათებისა და ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში. 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მანარგუდი ტანჯორეს რაიონის, ხოლო 1991 წლამე თანჯავურის რაიონის შემადგენლობაში შედიოდა. შემდგომში ახლადშექმნილი ტირუვარურის რაიონის ნაწილი გახდა. ქალაქი ცნობილია სოფლის მეურნეობით, ლითონებზე მუშაობითა და საფეიქრო ნაწარმით. მარაგუნდსა და მის შემოგარენ სოფლებში მცხოვრებთა დიდი ნაწილი რაჯა კალარის კასტას მიეკუთვნება.

მანარგუდი 1866 წლიდან მუნიციპალიტეტის სტატუსით იმართება. 2011 წლისთვის მუნიციპალიტეტის ფართობი 11.55 კმ²-ია და მოსახლეობა 67 999 ადამიანს შეადგენს. უახლოესი საზღვაო პორტია ნაგაპატინამის პორტი, რომელიც ქალაქიდან 52 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო უახლოესი აეროპორტი ტირუჩირაპალის საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მანარგუდიდან 97 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. დელტის რეგიონში მანარგუდი მეოთხე უდიდესი ქალაქია, თანჯავურის, კუმბაკონამისა და ნაგაპატინამის შემდეგ.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Srividhya Rajagopalaswamy of Mannargudi with Cows
შრივიდჰია რაჯაგოპალასვამი ძროხებთან ერთად

მანარგუდი ტამილური სიტყვებიდან წარმოდგება: მანარ ვიშნუს მიემართება, ხოლო გუდი ადგილს აღნიშნავს. ქალაქის სახელწოდება ითარგმნება როგორც „ვიშნუს ადგილი“. რაჯაგოპალასვამის ტაძრის შესაბამისად ქალაქს ზოგჯერ მანარკოვილს ან რაჯამანარკოილს უწოდებდნენ. ქალაქი ასევე ცნობილია როგორც მანაი. ინდუსები ამ ადგილს „დაკშინა დვარკასაც“ უწოდებენ, რაც სამხრეთ დვარკას ნიშნავს.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანარგუდის კოორდინატებია: ჩ. გ. 10.67° და ა. გ. 79.43°. საშუალო სიმაღლე 6 მეტრის ტოლია. მდებარეობს მდინარე ვეტარის შენაკადის, პამანიიარის ნაპირებზე. დაფარულია ნაყოფიერი ნიადაგით, რაც ბრინჯის მოყვანას უწყობს ხელს. ქალაქი მთლიანად ვაკეზეა გაშენებული, კაუვერის დელტაში. მანარგუდი ჩენაიდან 300 კმ-ით, ხოლო ტირუვურიდან 28 კმ-ითაა დაშორებული. უახლოესი საზღვაო პორტია ნაგაპატინამი, რომელიც 52 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. უახლოესი აეროპორტი ტირუჩირაპალიში, 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.[1]

შტატის დანარჩენილი ნაწილის მსგავსად, ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდი თბილი დღეებითა და ცივი ღამეებით ხასიათდება. საშუალო ტემპერატურა 37 °C-დან (99 °F) 22.5 °C-მდე (72.5 °F) მერყეობს. სამხრეთ-დასავლეთის მუსონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი ოქტომბერში იწყება და იანვარში მთავრდება. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი უფრო უხვი ნალექიანობით გამოირჩევა. საშუალო ნალექიანობის მაჩვენებელი 940 მმ-ია, რომლის დიდი ნაწილი ჩრდილო-არმოსავლეთ მუსონზე მოდის. ქალაქში უხვადაა: ჯეკფრუტი, ქოქოსი, თამარინდი და ბორასუსი.[1][2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

an image depicting a series of conical roofs of a temple
მალინათასწამის ჯაინისტური ტაძარი მანარგუდში

2011 წლის აღწერის მიხედვით, მანარგუდის მოსახლეობა 66 999 ადამიანს შეადგენდა. სქესობრივი თანაფარდობა 1 000 კაცზე 1 018 ქალის ტოლი იყო, რაც ეროვნულ დონეზე საშუალო მაჩვენებელზე (929) მაღალია.[3]

2011 წლის რელიგიური აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 90.13% ინდუსი იყო, 6.82% ― მუსლიმი, 2.62% ― ქრისტიანი, 0.08% ― სიქჰი, 0.01% ― ბუდისტი, 0.22% ― ჯაინისტი, 0.1% ― სხვა რელიგიების მიმდევარი, ხოლო 0.02% არარელიგიური იყო ან არცერთ კონფესიას მიაკუთვნებდა თავს.[4]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მოსახლეობის მთავარი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. მარანგუდი ასევე ცნობილია საფეიქრო საქმიანობითა და ლითონების დამუშავებით.[5] მარანგუდი აგროკულტურული ქალაქია და ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობიდან შემოსავლებზე.[6] მოჰყავთ: ბრინჯი, ბამბა და შაქრის ლერწამი. სოფლის მეურნეობა მეტწილად მდინარეებზე: კორაიიარუზე, მულაიიარსა და პამანიიარზეა დამოკიდებული. ქალაქში მცირე მრეწველობაა განვითარებული. მარანგუდში მდებარეობს შაქრის ლერწმის, ქარხანა, ქიმიური და სასუქის ქარხნები. ქალაქს ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი ნახშირის რეზერვი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Economic and political weekly, Volume 30“. Sameeksha Trust. 1995: 2396. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  • Association of Indian Universities (1995). Universities handbook: India. Inter University Board of India. 
  • (1932) Census of India, 1931, Volume 1, Part 2. Manager of Publications, Government of India Central Publication Branch. 
  • (1962) Census of India, 1961, Volume 1, Part 1. Manager of Publications, Government of India Central Publication Branch. 
  • Bagchi, Prabodh Chandra (2011). Anthem Press India : India and China: Interactions through Buddhism and Diplomacy : A Collection of Essays by Professor Prabodh Chandra Bagchi. London, GBR: Anthem Press. ISBN 9789380601175. 
  • Hemingway, F. R. (1906). Madras District Gazetteers: Tanjore. 
  • S., Manickavasagam (2009). Power of Passion. AEG Publishing Group, გვ. 3–4. ISBN 978-1-60860-561-3. 
  • South Indian Railway Co., Ltd (1926). Illustrated guide to the South Indian Railway Incorporated in England. New Delhi: Asian Educational Services. ISBN 81-206-1889-0. 
  • T., Padmaja (2002). Temples of Kr̥ṣṇa in South India: history, art, and traditions in Tamilnāḍu. New Delhi: Shakti Malik. ISBN 81-7017-398-1. 
  • T.K., Venkatasubramanian (2010). Music as history in Tamilnadu. Delhi: Premium Books. ISBN 978-93-80607-06-1. 
  • Tamil Nadu Government (2003). Tamil Nadu, Human Development Report. Berghahn Books. ISBN 978-81-87358-14-5. 
  • V., Vriddhagirisan (1995). Nayaks of Tanjore. New Delhi: Asian Educational Services. ISBN 81-206-0996-4. 
  • W., Francis (1988). Gazetteer of South India. New Delhi: Mittal Publications. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 About the town. Mannargudi Municipality, Government of Tamil Nadu (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 1 January 2014
  2. Urban Infrastructure Report 2008, p. 22
  3. Census Info 2011 Final population totals. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 January 2014
  4. Population By Religious Community - Tamil Nadu (XLS). Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2011). ციტირების თარიღი: 13 September 2015
  5. Hemingway, p. 225
  6. Urban Infrastructure Report 2008, p. 65