ხემარწყვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხემარწყვა
Arbutus Victoria
Arbutus Victoria
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მანანასებრნი
გვარი:  ხემარწყვა
ლათინური სახელი
Arbutus

ხემარწყვა (ლათ. Arbutus) — მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე მაღალი ბუჩქები ან პატარა ხეებია. ტყავისებრი ფოთლები და წვრილი, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები აქვთ. ნაყოფი კენკრასებრია, მარწყვისას წააგავს.

20-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში ველურად იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — წითელი ხემარწყვა (ლათ. Arbutus andrachne), რომელიც მცირე რაოდენობით გვხვდება აფხაზეთსა და აჭარაში, კულტურაში იშვიათია.

ნაყოფმსხმოიარობს თითქმის ყოველწლიურად, იძლევა აღმოცენებისუნარიან თესლს. გამოირჩევა კარგი დეკორატიულობით. როგორც იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგომი მცენარე, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]