მანათობელი ცხოველები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მანათობელი ცხოველებიცხოველები, რომელთაც ნათების უნარი აქვთ. ხმელეთის მანათობელი ცხოველები უმთავრესად ფეხსახსრიანები არიან: ხოჭოებიციცინათელები და ტროპიკულ ამერიკაში გავრცელებული კუკუხო, ზოგიერთი ბოლოფეხიანი, მრავალფეხიანები. ანათებს აგრეთვე ჭიაყელების ზოგიერთი სახეობა. მანათობელი ცხოველები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია ზღვის ბინადართა შორია. ერთუჯრედიანთაგან ანათებს მრავალი შოლტოსანი (ნოქტილუკა), რაც ხშირად ნათებას იწვევს, ზოგიერთი რადიოლარია. ნაწლავღრუიანებიდან — მრავალი მედუზა, სიფონოფორები და სხვა, ჭიებიდან — სხვადასხვა მრავალჯაგრიანი ჭია; პელაგური კიბოსნაირებიდანნიჟარიანები, ნიჩაბფეხიანები, მიზისები და ა. შ.; მოლუსკებიდან — ფრთიანები, ზოგიერთი სეპია და სხვა; კანეკლიანებიდან გველკუდები, ზოგიერთი ზღვის ვარსკვლავა, ჰოლოთურიები და ზღვის შროშნები. ანათებს გარსიანების მრავალი წარმომადგენელი — სალპები, აპენდიკულარიები, პიროსომები. მანათობელი ორგანოები აქვს სიზრწეში მცხოვრებ მრავალ თევზს. ანათებს მრავალი ნაწლავღრუიანის და ზოგიერთი მოლუსკის მიერ გამოყოფილი ლორჭო. წყალმარჩხის თევზებისა და თავფეხიანი მოლუსკების ნათების მანათობელი ბაქტერიები — სიმბიონიტები იწვევენ, ხოლო წყლის სიზრქეში მცხოვრებ ორგანიზმთა ნათება თვით ამ ცხოველთაგან მომდინარეობს. ნათება საპირისპირო სქესის ინდივიდებს ეხმარება ერთმანეთის პოვნასა და გამოცნობაში. ამავე დროს იგი თავდაცვისა და მსხვეპლის მიზიდვის საშუალებაა.

მიკროორგანიზმებს შორის ნათების უნარი აქვს აგრეთვე მრავალ სოკოს და ზოგიერთ ბაქტერიებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავალიანი რ., ქსე, ტ. 6, გვ. 402, თბ., 1983