ზღვის შროშნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზღვის შროშანი წითელ ზღვაში

ზღვის შროშნები (Crinoidea), უხერხემლოთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. ზღვის ცხოველებია. აქვთ ჯამისმაგვარი სხეული, რომლის ცენტრშია პირი და მის ირგვლივ ბუმბულისმაგვარი, უფრო ხშირად დატოტვილი სხივების გვირგვინი. ღეროიანი ზღვის შროშნების ჯამი ზის დანაწევრებულ ღეროზე, რომელიც გრუნტზეა მიმაგრებული. უღეროო ზღვის შროშნებს ღეროს ნაცვლად აქვთ მრავალი გამონაზარდი, რომელთა საშუალებით ისინი ცოცავენ ან ცურავენ. ზღვის შროშნები მეტამორფოზით ვითარდება, ლარვა მოძრავია. თანამედროვე ზღვის შროშნების (550 სახეობამდე) უმეტესობა უღეროოა, განსაკუთრებით მრავალფეროვანია ტროპიკულ ზღვების წყალმარხში. ღეროიანი ზღვის შროშნები (80 სახეობამდე) ნაპოვნია 9700 მ სიღრმეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 552, თბ., 1979