ჰოლოთურიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰოლოთურიები
Holoturia.001 - Aquarium Finisterrae.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: კანეკლიანები
კლასი: ჰოლოთურიები
ლათინური სახელი
Holothuroidea

ჰოლოთურიები, ზღვის კიტრები (ლათ. Holothuroidea), ზღვის უხერხემლო ცხოველთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. მოიცავს 1 100-მდე სახეობას. ნაკლებად მოძრავი, ფსკერული, მცოცავი ცხოველები არიან, რომლებიც წვრილი პლანქტონით ან ლამით იკვებებიან. ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში შეუძლიათ თვითდასახიჩრება (ავტოტომია). დაკარგული ორგანოები მალე აღუდგებათ. ჩონჩხი ძლიერაა რედუცირებული. სუნთქავენ ამბულაკრული სისტემის მეშვეობით და ეგრედ წოდებული წყლის ფილტვებით - თხელი დატოტვილი პარკებით, რომლებიც უკანა ნაწლავში იხსნება. ჰოლოთურიების სხეული ჭიისებურია. მის წინა ნაწილში საცეცებით შემორტყმული პირია, რომელიც გადადის გრძელ მილისებურ ნაწლავებში; ბოლოში ანალური ხვრელია. ვითარდებიან მეტამორფოზით. ყველაზე დიდტანია ჰოლოთურიები სიგრძით 2 -ს აღწევენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]