მანავის დედა ღვთისმშობლის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანავის დედა ღვთისმშობლის ეკლესია.

მანავის დედა ღვთისმშობლის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, სოფლის ჩრდილოეთით, ნასოფლარ თარაქის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ქვიშაქვით. წყობაში გამოყენებულია სრულიად დაუმუშავებელი ლოდები. წყობა ირეგულარულია. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები 1-1,5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. თითქმის მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევარი. ეკლესიის შიგნით და კედლებზე ამოსულია ხეები. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა.

აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, აგურით ნაწყობი, დადაბლებული პროპორციების მქონე, შიგნით და გარეთ შეისრული თაღით დახურული სარკმელია, რომელიც გარეთკენ მკვეთრად ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს აფსიდის ბოლოებთან ახლოს თითო ნიშაა მოწყობილი, რომელთა გადახურვა ერთმანეთზე მიყრდნობილი ორი თხელი ქვითაა გამოყვანიი. მსგავსი ნიშაა ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, იგი სიმაღლით 1 მეტრამდეა და იატაკის დონიდან იწყება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]